ალუმნი კლუბი „ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს 134 წევრს.

ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულები არიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მკვლევარები და ჟურნალისტები, რომელთაც თავიანთ სფეროში დიდი გამოცდილება და კავშირები აქვთ. შესაბამისად მათი თავმოყრა ერთ სივრცეში თითოეულს აძლევს შესაძლებლობას გაუზიარონ ერთმანეთს კონტაქტები, გამოცდილება და იდეები.