3D აკადემია წარმოადგენს “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” საგანმანათლებლო პლატფორმას, სადაც პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესებით დაინტერესებული ადამიანები შეისწავლიან პროცესების ანალიზს, დაგეგმვასა და მართვას სამ განზომილებაში.
აკადემიის მისიაა ხელი შეუწყოს ახალი, განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის პროგრესული განვითარებაში.

3D აკადემია გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო თუ როგორ გააანალიზო, დაგეგმო და მართო სამ განზომილებაში.

3D სწავლების პრინციპი მოგცემთ შესაძლებლობას დაინახოთ პროცესები ფართო კონტექსტში, დასვათ ზუსტი აქცენტები, განსაზღვროთ შესაბამისი ტაქტიკები და მიიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები.

3D აკადემია გთავაზობთ შემდეგ მოდულებს:

პოლიტ-ტექნოლოგიები და პოლიტიკური თამაშები: პროგრამის მიზანია, მსმენელი აღჭურვოს ისეთი უნარ-ჩვევებით, რითაც ისინი შეძლებენ პოლიტიკური პროცესების ფართოდ აღქმას, ანალიზს და ასევე თავად შეძლებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.

მენტორები: გელა ჩარკვიანი, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე, გია ხუხაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ნოდარი ხარშილაძე, ხათუნა ლაგაზიძე, სერგი კაპანაძე და სოსო ცისკარიშვილი.

კომუნიკაციები და პერსონალური ბრენდინგი: მოდულის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი ტექნიკები, აღჭურვოს ისინი გავლენების მოპოვებისათვის საჭირო უნარებით და აგრეთვე, დაეხმაროს მათ პერსონალურ ბრენდინგში.

მოდულის მენტორები:თორნიკე გურული, გიორგი თარგამაძე, რამაზ საყვარელიძე, ლევან კობერიძე, გოჩა ცქიტიშვილი, ნათია ფანჯიკიძე და გიორგი ისაკაძე.

ეფექტური მმართველობა და გავლენების მენეჯმენტი: მოდულის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკები, ფორმალური და არაფორმალური მმართველობის თავისებურებები, სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში. აგრეთვე, აღჭურვოს ისინი ორგანიზაციულ გარემოში კონფლიქტებისა და ადამიანური რესურსების მართვის უნარებით. განუვითაროს მათ კომპლექსური აზროვნებისა და ინოვაციების მართვის უნარები.

▷ მოდულის მენტორები: ლევან ვეფხვაძე, ზურაბ აგლაძე, ნოდარ ხარშილაძე, ტარიელ სიხარულიძე, გიორგი რუხაძე და ირინა ჭოჭუა

▶ 3D აკადემიაში სწავლება დაიწყება ივნისის პირველ კვირაში და გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში. თითოეული პროგრამის ფარგლებში გაიმართება 15 ლექცია. პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
3D აკადემიის პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2017 წლის 31 მაისი,

მიღების პროცედურები:

3D აკადემიის პროგრამებზე მიღება ხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. მხოლოდ შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას სპეციალურ კომისიასთან. თითოეულ პროგრამაში მონაწილეობის სრული ღირებულებაა 235$. 2 მოდულის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. შესაძლებელია საფასურის ეტაპობრივად გადახდა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გადადით მითითებულ ბმული: goo.gl/rzuYxB