პროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორი
პროექტების კოორდინატორი

პროექტების კოორდინატორი

ნუკი დარასელია საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტების კოორდინატორია. დარასელიამ მისი კარიერა GSAC-ში 2017 წელს ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა თუ კონფერენციებში. ნუნუ დარასელია უკვე მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტის განხორციელებაზე.

პროგრამების მენეჯერიპროგრამების მენეჯერიპროგრამების მენეჯერი
პროგრამების მენეჯერი

პროგრამების მენეჯერი

ნინო ხომერიკი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროგრამების მენეჯერია. მან მისი კარიერა საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში 2017 წელს ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი) დამთვარების შემდეგ დაიწყო. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კონფერენციასა თუ შეხვედრაში და უკვე რამდენიმე უნიკალურ პროექტზე მუშაობს.

პროგრამების დირექტორი და მკვლევარიპროგრამების დირექტორი და მკვლევარიპროგრამების დირექტორი და მკვლევარი
პროგრამების დირექტორი და მკვლევარი

პროგრამების დირექტორი და მკვლევარი

ეთო ბუზიაშვილი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი და პროგრამების დირექტორია. ცენტრში მუშაობამდე, ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საბჭოს აპარატში მუშაობამდე, ეთო იკავებდა მთავარი ანალიტიკოსის პოზიციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში, სადაც მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. კერძოდ, ეთო აანალიზებდა და აფასებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს შემდგომი რეკომენდაციების შესამუშავებლად, ამზადებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებულ მასალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის. ეთო ასევე ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ფორმატს წარმოადგენს. ეთო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მფლობელია.

მკვლევარიმკვლევარიმკვლევარი
მკვლევარი

მკვლევარი

გიორგი თაქთაქიშვილს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ისტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებასა და საჯარო მმართველობაში. მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერაბათა ბაკალავრის ხარისხი ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვთ 10 წლიანი გამოცდილება ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობის. ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. სხვადასვხა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ფრაქციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მედია მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მონიტორინგის სამსახურში, იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტაციის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.სტაჟირება აქვს გავლილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. 2016 წლიდან დღემდე არის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდული პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამავე პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2009 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში, ასევე თავად იყო არაერთი პროექტის ავტორი და ორგანიზატორი. არის ევროპის პოლიტიკური აკადემიისა (European Crossroad Political Academy-2012-2013) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული (2010-2011). დაინტერესებულია საზოგადოებრივი კომუნიკაციებით და ამავე თემაზე კითხულობს ლექციებს სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ევროკავშირის საპატიო ჯილდო.

მკვლევარიმკვლევარიმკვლევარი
მკვლევარი

მკვლევარი

დავით ნაროუშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი. დავითი იყო რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სადაც ის პასუხისმგებელი იყო მეზობელ ქვეყნებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე. დავითის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Regional Cooperation and Development Tbilisi (RCD Tbilisi) 2016 წლის მაისში და თბილისის უსაფრთხოების ფორუმი 2016 წლის სექტემბერში. სხვადასხვა დროს დავითი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად საქართველოს განვითარების ფონდში (2015-16), პროექტების კოორდინატორად ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლაში (2012-13). ასევე გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში. 2014 წელს დავითს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ). 2015 წლიდან დღემდე დავითი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების ინგლისურ ენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომლის ფარგლებშიც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში და საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

Annika Kastetter is a research fellow at the Georgian Strategic Analysis Center. Annika earned a degree in Political Science with a concentration in International Relations from Colorado College, where she graduated with honors. Prior to joining GSAC, Annika worked with the United Nations Development Program on a Governance Reform Fund project based in Tbilisi, and served as an International Fellow with the Caucasus Research Resource Center. Annika has acquired broad foreign policy and international development experience through internships with NGOs in India and Jordan, as well as an intensive 3-month internship with the US Department of State in the Bureau of Democracy, Human Rights and Labor. She has conducted extensive research on international labor rights, labor migration, transitioning democracies, and EU-NATO security relations in the Eastern Neighborhood.