დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

ზურაბ აგლაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2016 წლის დეკემბრიდან ასევე პროექტების, ავანი ჰესისა და ხრამის კასკადის მენეჯერია. მას 18 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, საგანმანათლებლო სფეროსა და მენეჯერულ საქმიანობაში. 1998 წელს ზურაბ აგლაძე იყო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში, სწრაფი რეაგირების ბატალიონის, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ასეულის და სპეციალური ოპერაციების სკოლის საბჭოს თავმჯდომარე. 2003-2004 წლებში მე-16 სამთო მსროლელ ბატალიონს, ხოლო 2004-2007 წლებში მეორე ქვეით ბრიგადას მეთაურობდა. 2007 წელს იყო საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში. ასევე 2007-2008 წლებში მეთაურობდა მე-5 ქვეით ბრიგადას. 2008-2009 წლებში სახმელეთო ჯარების სარდალი, ხოლო 2009 წელს წვრთნების, დოქტრინებისა და განათლების სარდალი იყო. 2010-2013 ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი. 2013 დან 2015-მდე ხელმძღვანელობდა კომპანია “Dexus”-ის ჯგუფის უსაფრთხოებას. 2014 წლიდან არის ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ზურაბ აგლაძემ დაამთავრა გაერთიანებულ სამხედრო აკადემია, ბაკალავრის ხარისხი (1994-1998წწ); გაიარა სამშვიდობო ოპერაციების მომზადებისა და დაგეგმვის კურსი (საბერძნეთი--2002წ); მსუბუქ ქვეითთა ოფიცრის საბრძოლო კურსი, რეინჯერების კურსი და საპარაშუტო სადესანტო სკოლა (აშშ, ფორტ ბენინგი--2002-2003წწ) ; 2005-2006 წწ. სამეთაურო საშტაბო კოლეჯში, აშშ, კანზასი ფორტი ლევენვორსი; 2009-2010 წწ. USAWC დაამთავრა აშშ არმიის ომის კოლეჯი მიიღო - მაგისტრის ხარისხი სტრატეგიასა და უსაფრთხოებაში, აშშ, პენსილვანია(2009-2010წლებში); აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „GIPA” დოქტორის ხარისხი ენერგო უსაფრთხოებაში.

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

თორნიკე შარაშენიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მას აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის ხარისხი, კითხულობს ლექციებს დიპლომატიის ისტორიასა და დაზვერვის თეორიასა და პრაქტიკაში. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007). საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე იდეოლოგიათა შესაძლო გავლენა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. 2010 წელს იყო ბრიტანული ჟურნალ ”ეკონომისტის” პარტნიორის, ჟურნალ ”ექსპერტის” რედაქტორი. ასევე იყო ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის აღმასრულებელი მდივანი. თარგმნილი და გამოცემული აქვს სამუელ ჰანტინგტონის ცნობილი წიგნი ”ჯარისკაცი და სახელმწიფო.” თორნიკე არის ორი წიგნის ავტორი ”დიპლომატიის ისტორია, XIX საუკუნე“ და „დიპლომატიის ისტორია 1890-1920“.

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

მედია ცენტრის დირექტორი

გიორგი თარგამაძე არის მედია ცენტრის დირექტორი და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2013 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მედია ცენტრის დირექტორი. მას აქვს მას-მედიაში 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მან დაიწყო კარიერა 1987 წელს, როდესაც იგი მუშაობდა ახალგაზრდული სატელევიზიო გადაცემის წამყვანად. 1991-1993 წლებში ის იყო ახალი ამბებისა და ყოველკვირეული დაიჯესტის ავტორი, წამყვანი და მთავარი რედაქტორი ტელეკომპანია „იბერვიზიაში“. 1993-1995 წწ. გიორგი თარგამაძე იყო ტელეკომპანია „აჭარის“ ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორი. მოგვიანებით, ტელევიზია „სტუდია ბათუმის“ დირექტორი. 1997-1999 წწ. ის მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსად. 2003-2008 წლებში გ. თარგამაძე იყო ახალი ამბებისა და თოქ შოუს პროგრამების დირექტორი და ასევე ყოველკვირეული პროგრა „დროების“ ავტორი და წამყვანი ტელეკომპანია იმედში. 1999-2003 წლებში ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად იყო პარლამენტის წევრიც. 2008-2012 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტში უმცირესობის ლიდერი და საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეის დელეგაციის წევრი. 2008-2013 წლებში, გ. თარგამაძე იყო საქართველოს „ქრისტიან-დემოკარტიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხოლო 2010-2011 წწ. - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2012-2013 წლებში ის იგი აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტად. 2014 წლიდან, ის არის საქართველოს საზოგადოებრის საქმეთა ინსტიტუტის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პოლიტიკური ტექნოლოგიების კურსის მოწვეული ლექტორი. გიორგი თარგამაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1999). 2011 წელს მან მიიღო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

ნოდარ ხარშილაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2013 წლიდან. ის იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის და ნატოსთან ინტეგრაციის სფეროებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება. მისი, როგორც საჯარო მოხელის კარიერა დაიწყო 2001 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2002-2005 წწ.-ში ის მუშაობდა საჯარო მოხელედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის დაგეგმარებისა და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. 2005 წლიდან, ნოდარ ხარშილაძე დაინიშნა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსად. ის იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (2009-2012) და მუშაობდა სტრატეგიული დაგეგმარების, რეფორმირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ნატოსთან ინტეგრაციის, საკადრო მენეჯმენტის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების საკითხებზე. 2012 წელს ნოდარ ხარშილაძე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე ის მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეფორმირების პორტფოლიო, საერთაშორისო ურთიერთობები, საკადრო პოლიტიკა, დაგეგმარება, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები.

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

გიორგი პაპელიშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მას აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012 წლიდან დღემდე არის ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარე. 2015 წლიდან დღემდე ააიპ „ინტეგრაციის ცენტრის“ თავმჯდომარე. 2011-2013 წლებში იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე - აპარატის უფროსი. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს განვითარების ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მოგვიანებით მუშაობდა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მასალების მხატვრული დამუშავების სპეციალობით. 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვს ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დროს გავლილი აქვს მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო კურსები: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი -„თბილისის პიარ სკოლა“: პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (2012). ასევე არის რონდელის ფონდის (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი) - უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული (2009-2010). 2007 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, არის ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის „ლიდერთა აკადემიის“ კურსდამთავრებული, გაეროს განვითარების პროგრამის „პოლიტიკური იდეოლოგია და საარჩევნო მენეჯმენტი“ -ს კურსდამთავრებული ასევე IRI-“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა” და USAID-ის ერთობლივი პროექტის: სატელევიზიო ახალგაზრდული პოლიტიკური დებატების ორგზის გამარჯვებული

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

შალვა ძებისაშვილი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან ევროკავშირის კომისიისგან მიიღო სადოქტორო დაფინანსება 2012 წლის სექტემბერში. 2016 წლის იანვარში კი მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ევროპული კველევების ინსტიტუტში და მიიღო დოქტორის წოდება. იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მრავალი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისა და ანალიტიკური ცენტრის წევრი, მაგალითად: თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო (CCDS), საქართველლოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) და საქართველოს სტრატგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS). 2003 წლიდან იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს თავდაცვის სამინისტროში. 2008-2009 წლებში მან წარმატებით დაასრულა სამაგისტრო კურსი სტრატეგიულ უსაფრთხოების კვლევებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (NDU) და დაიკავა თავდაცვის მინისტრის უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის თანამდებობა. იგი უამრავი აკადამიური ნაშრომისა და სტატიის ავტორია.

დამფუძნებელიდამფუძნებელიდამფუძნებელი
დამფუძნებელი

დამფუძნებელი

ევროპული კვლევების დირექტორი

გიორგი რუხაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი. 15 წლიანი გამოცდილებით მასმედიაში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში, გიორგი არის არაერთი ბლოგისა თუ ანალიტიკური სტატიის ავტორი. (2004-2007) წლებში ის იყო უცხოეთის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი ტელეკომპანია იმედში. (2008-2013) წლებში მას ებარა საქართველოს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო მდივნის პოსტი, სადაც პასუხისმგებელი იყო პარტიის საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. 2012 წლიდან ის არის ბრიუსელში დაფუძნებული ევროპული ქრისტიანული მოძრაობის (ECPM) მმართველი საბჭოს წევრი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. გიორგი რუხაძე არის მოწვეული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლიდან. მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში (თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო ინსტიტუტი 1992-1997) და პოსტ-სამაგისტრო დიპლომი ბრიტანეთმცოდნეობაში (ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტი 2001-2002).