კარგი მმართველობა არის პროცესი, რომლის განხორცილება უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიანობას და შესაძლებლობების ზრდას გაუმკლავდეს გამოწვევებს. სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის გამოყენება ხელს უწყობს სამთავრობო სტრუქტურებთან, კომერციულ და კერძო ორგანიზაციებთან, პარტნიორებსა დ სხვა სუბიექტებთან სანდო ურთიერთობებისა და წარმატებული თანამშრომლობის დამკვიდრებას. შედეგად, იზრდება სპორტული ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ხარისხი, რომლის წინაპირობაა კარგი მმართველობის შესაბამისი პრინციპების გამოყენება.

წარმატების მისაღწევად სპორტულ ფედერაციებს კარგად უნდა ესმოდეთ კარგი მმართველობის რომელი პრინციპები, როგორ და რატომ უნდა იყოს გამოყენებული. მეორე მხრივ, საჯარო ხელისუფლებას, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს უნდა გააჩნდეთ სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების მონიტორინგის სანდო მექანიზმები.

პროექტის „კარგი მმართველობის სტანდარტები საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“ არის საერთაშორისო პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებში საქართველოს 5 ეროვნულ სპორტულ ფედერაციაში (მძლეოსნობა, ფეხბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციები) ჩატარდება კვლევა კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების შესახებ.

კერძოდ, ზემოთ აღნიშნული თითოეული ფედერაცია შეფასდება კარგი მმართველობის 274 კრიტერიუმის გამოყენებაზე. აღნიშნული კრიტერიუმები მოიცავს მმართველობის 4 მიმართულებას: ა) გამჭვირვალეობა; ბ) დემოკრატიული პროცესები, გ) შიდა ანგარიშვალდებულება და კონტროლი, დ) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სპორტულ ფედერაციებში კარგი მმართველობის პრაქტიკაში გამოყენებას.  ის ასევე ემსახურება:

  • სპორტში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლებას და მათი შესაძლებლობების ზრდას;
  • სახელმწიფოს მიერ სპორტში კარგი მმართველობის გამოყენების მონიტორინგის სისტემის შემდგომ განვითარებას;
  • შედარებითი მონაცემების შეგროვებას, რომელსაც გამოიყენებენ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში.

პროექტის ხორციელდება ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, „დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით.

 „დანიის სპორტის სწავლებათა ინსტიტუტის“ შემუშავებული საერთაშორისო პროგრამაში, „კარგი მმართველობის სტანდარტები ეროვნულ ფედერაციებში“,  მონაწილეობენ: დანია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია, რუმინეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, ბრაზილია, მონტენეგრო, კვიპროსი. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიის ავტორია ბელგიელი მეცნიერი არნაუ ჟერაერტი.

GSAC არის „დანიის სპორტის სწავლებათა ინსტიტუტის“ ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.

პროექტის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

საერთაშორისო პროექტის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://playthegame.org/theme-pages/the-national-sports-governance-observer/