ჰიპერაქტიული მედიისა და სოციალური კომუნიკაციების თანამედროვე ეპოქაში ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ახალი ამბების ხარისხი სააგენტოებისა და ჟურნალისტების კომპეტენციის მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, კონკრეტულ საკითხზე ობიექტური, ყოვლისმომცველი და ოპერატიული ანალიტიკური მასალის მოძიების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) წარმოადგენს პერიოდული ბიულეტენის ახალ ფორმატს, რომელიც იქნება ობიექტური და გამჭვირვალე. ბიულეტენები შემუშავდება ქართული საზოგადოებისთვის წამყვანი ექსპერტების მიერ.

რეპორტები შეიქმნება ყოველთვიურად და მოიცავს შემდეგი სფეროების კრიტიკულ ანალიზს:
• ეკონომიკა
• სოციალური სფერო
• თავდაცვა და უსაფრთხოება
• პოლიტიკა
• ევროპა და ევროპული ინტეგრაცია
• ენერგეტიკა
• მედია

ყოველთვიური რეპორტების გარდა, GSAC-ი მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებზე სპეციალურ რეპორტს გამოუშვებს. მსგავს თემებში იგულისხმება ის მოვლენები, რომლებიც ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს (მაგალითად რუსთავი 2-ის საქმე ან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია).
ბიულეტინებში თავიდან იქნება აცილებული ყოველგვარი პერსონალური ან პოლიტიკური სუბიექტურობა.
რეპორტები გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ინგლისურ ენაზე.