პროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორი
პროექტების კოორდინატორი

პროექტების კოორდინატორი

ნუკი დარასელია საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტების კოორდინატორია. დარასელიამ მისი კარიერა GSAC-ში 2017 წელს ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა თუ კონფერენციებში. ნუნუ დარასელია უკვე მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტის განხორციელებაზე.

პროგრამების მენეჯერიპროგრამების მენეჯერიპროგრამების მენეჯერი
პროგრამების მენეჯერი

პროგრამების მენეჯერი

ნინო ხომერიკი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროგრამების მენეჯერია. მან მისი კარიერა საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში 2017 წელს ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი) დამთვარების შემდეგ დაიწყო. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კონფერენციასა თუ შეხვედრაში და უკვე რამდენიმე უნიკალურ პროექტზე მუშაობს.

მკვლევარიმკვლევარიმკვლევარი
მკვლევარი

მკვლევარი

გიორგი თაქთაქიშვილს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ისტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებასა და საჯარო მმართველობაში. მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერაბათა ბაკალავრის ხარისხი ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვთ 10 წლიანი გამოცდილება ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობის. ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. სხვადასვხა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ფრაქციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მედია მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მონიტორინგის სამსახურში, იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტაციის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.სტაჟირება აქვს გავლილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. 2016 წლიდან დღემდე არის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდული პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამავე პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2009 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში, ასევე თავად იყო არაერთი პროექტის ავტორი და ორგანიზატორი. არის ევროპის პოლიტიკური აკადემიისა (European Crossroad Political Academy-2012-2013) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული (2010-2011). დაინტერესებულია საზოგადოებრივი კომუნიკაციებით და ამავე თემაზე კითხულობს ლექციებს სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ევროკავშირის საპატიო ჯილდო.

მკვლევარიმკვლევარიმკვლევარი
მკვლევარი

მკვლევარი

დავით ნაროუშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი. დავითი იყო რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სადაც ის პასუხისმგებელი იყო მეზობელ ქვეყნებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე. დავითის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Regional Cooperation and Development Tbilisi (RCD Tbilisi) 2016 წლის მაისში და თბილისის უსაფრთხოების ფორუმი 2016 წლის სექტემბერში. სხვადასხვა დროს დავითი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად საქართველოს განვითარების ფონდში (2015-16), პროექტების კოორდინატორად ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლაში (2012-13). ასევე გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში. 2014 წელს დავითს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ). 2015 წლიდან დღემდე დავითი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების ინგლისურ ენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომლის ფარგლებშიც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში და საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ფინანსური მენეჯერიფინანსური მენეჯერიფინანსური მენეჯერი
ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

სოფიო გელაშვილი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსისტია. მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო ეკონომიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. "კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრში" აქვს გავლილი აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კურსი; მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო კურსი; საგადასახადო კოდექსის კურსი. 2002-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში ბუღალტერად. 2008-2014 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფინანსისტი. 2014-2017 წლებში კერძო კომპანიის მთავარი ბუთალტერი. 2017 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსური მენეჯერი.

უმცროსი მკვლევარიუმცროსი მკვლევარიუმცროსი მკვლევარი
უმცროსი მკვლევარი

უმცროსი მკვლევარი

ლევან სიხარულიძე არის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში 2018 წლის სექტემბრიდან. ლევანმა დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო კინგს კოლეჯის მაგისტრატურა იგივე განხრით. მას აქვს ნამუშევარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუთოს, გაეროს და ევროსაბჭოს დეპარტამენტებში, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების ევრო - ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში და ნატოს კოლეჯის საგანმანათლებლო ცენტრში. ლევანი ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებს.

პროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორიპროექტების კოორდინატორი
პროექტების კოორდინატორი

პროექტების კოორდინატორი

ნიკა ფიფია საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში მუშაობს პროექტების კოორდინატორად. მან დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და აიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. 2016 წელს მან სტაჟირება გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში (GSAC).

მკვლევარიმკვლევარიმკვლევარი
მკვლევარი

მკვლევარი

სოფიო წკრიალაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 2013 წელს დაამთავრა. იმავე წელს თურქეთის სახელმწიფო სტიპენდიით თურქეთის რესპუბლიკაში ერჯიესის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 2017 წელს საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2017 წლის გაზაფხულზე პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, ერასმუსის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა. 2012 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკისა და კულტურის დეპარტამენტში პრაქტიკა და დიასპორის სახელმწიფო აპარატში 2015 წელს სტაჟირება გაიარა. 2016 წელს თურქეთის სახელმწიფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად იქნა არჩეული. პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ თურქეთში საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა.