
თუ ხართ დაინტერესებული პოლიტიკითა და მედია კომუნიკაციებით და გსურთ მეტი გაიგოთ ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა:
- საარჩევნო ტექნოლოგიები;
- პოლიტიკური კამპანიის მართვა;
- ლიდერობა,
- მედია & საზოგადოებრივი კომუნიკაციები.
სტივ ჯარდინგი
Read Bio
-
-
სტივ ჯარდინგი არის განმანათლებელი, ლექტორი, მწერალი, პროფესიული კომუნიკაციების ტრენერი და პოლიტიკური კონსულტანტი. ჯარდენი კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს პოლიტიკოსებსა და პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამჟამად, ჯარდინგი არის ახალი საერთაშორისო სოციალური მედიის პლატფორმის, „Pixstory-ის “, კორპორაციულ საქმეთა გლობალური პრეზიდენტი. პლატფორმა შექმნილია, როგორც სიძულვილისა და დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის და აღმოსაფხვრელად, ასევე ინტერნეტ მომხმარებლების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
2020 წლიდან ჯარდინგი ინდოეთში, ჰაიდერაბადში, განდის ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის კაუტილიას საჯარო პოლიტიკის სკოლის საბჭოს და ფაკულტეტის წევრი არის.
2022 წლის მარტში, დუბაიში, არაბთა გერთიანებულ საიმიროებში, ჯარდინგი სიტყვით გამოვიდა მე-8 მსოფლიო მთავრობის სამიტზე, კომუნიკაციის ახალ პარადიგმასთან დაკავშირებით, რომელიც მან შეიმუშავა ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის მართველობის სკოლაში და რომელსაც იყენებს სტუდენტებისა და კლიენტების მოსამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 4000 დამსწრე მომხსენებელთა შორის იყვნენ ილონ მასკი, ტედროს ადანამი( COVID ექსპერტი დოქტორი), ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელ კანემანი და ტონი რობინსი.
ასევე, 2022 წლის მარტში ჯარდინგმა ჰარვარდის ბიზნესს სკოლაში კომუნიკაციის ტრენინგი ასზე მეტ სტუდენტს ჩაუტარა.
2019 წელს პენსიაზე გასვლამდე ჯარდინგი მსახურობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის მართვის სკოლის ფაკულტეტზე, სადაც ის 2004 წლიდან ასწავლიდა. როგორც ჰარვარდის ფაკულტეტის წევრის, ჯარდინგის, სწავლება კენედის სკოლის კურსდამთავრებულებმა „სამაგალითოდ“ აღიარეს, და მისი კამპანიის მენეჯმენტის კურსი ორჯერ იყო ნომინირებული “ყველაზე გავლენიანი კურსის ჯილდოზე”.
2016 წელს ჯარდინგი სტუდენტებმა კენედის სკოლაში „წლის მასწავლებლად“ დაასახელეს. მისი პოლიტიკური კომუნიკაციის კურსი ხშირად იყო ყველაზე მოთხოვნადი კურსი ჰარვარდის სტუდენტებს შორის, რაც მას ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კურსად აქცევს კენედის სკოლაში.
მას შემდეგ, თავისი ეროვნული და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მეშვეობით, ჯარდინგი აგრძელებს მუშაობას, ასობით კანდიდატისთვის, კამპანიისთვის, მოძრაობისა და ინდივიდისთვის აშშ-ში და მთელ მსოფლიოში, ატარებს ლექციებს, კომუნიკაციის, და პოლიტიკური კამპანიის მართვის ტრენინგებს.
მისი ამჟამინდელი და წარსული კლიენტები არიან პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის წევრები, კონგრესის წევრები, მერები, გუბერნატორები და არჩეული თანამდებობის პირები თითქმის ყველა პოლიტიკური თანამდებობიდან. ჯარდინგი ასევე ასწავლიდა და ასწავლის კომუნიკაციის ტრენინგ ტექნიკას მთელ მსოფლიოში ათასობით ბიზნესის აღმასრულებელსა და პროფესიონალს, მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, ჩრდილოეთ ამერიკის Uber-ის აღმასრულებლებს, იურისტებს, ექიმებს, და პოლიტიკურ პარტიებს.
ასევე, რვა წლის განმავლობაში ჯარდინგი მადრიდში და ბარსელონაში IESE ბიზნეს სკოლაში ასწავლიდა. ყოველ ზაფხულს, ბრაზილიასა და რუმინეთში სხვადასხვა ჯგუფებს ასწავლის ლიდერობას, პოლიტიკური კამპანიის მენეჯმენტს და მედია ტრენინგის ტექნიკას.
სწავლების გარდა, ჯარდინგი არის ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, Jarding Global, LLC და SJB Strategies International-ის დამფუძნებელი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი. ამ კომპანიების მეშვეობით ის აგრძელებს კომუნიკაციის ტრენინგს და რჩევებს აძლევს კანდიდატებს ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. მას ლექცია წაუკითხავს, ან კოსულტაცია გაუწევია საერთაშორისო მასშტაბით კლიენტებისთვის, კამპანიებისთვის აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანაში.
თავის 40-წლიან კარიერაში ჯარდინგი შეერთებულ შტატებში, ასევე მართავდა, კონსულტაციას უწევდა და მუშაობდა არაერთ საშტატო და ეროვნული სახის კამპანიაზე რაზეც მეტყველებს აშშ-ს სენატისა და გუბერნატორების გამარჯვებულთა შთამბეჭდავი სია.
ის არის მრავალი სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-სა და საერთაშორისო პუბლიკაციებში და არის წიგნის, “Foxes in the Henhouse”-ის თანაავტორი, რომელიც გამოქვეყნდა საიმონისა და შუსტერის მიერ 2006 წელს. ის ასევე არის “American“-ის პოლიტიკური რეკლამირების თავის თანაავტორი, 2017 წლის საერთაშორისო სახელმძღვანელოში, „სახელმძღვანელო პოლიტიკური რეკლამის შესახებ“.