GSAC

Front PageFront Page

რეგიონული ვორქშოპი – საქართველოს უსაფრთხოება ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში: შავი ზღვის პარადიგმა

პროექტის “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” ფარგლებში ბათუმში ჩატარდა ოთხდღიანი ვორქშოპი თემაზე: საქართველოს უსაფრთხოება ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში: შავი ზღვის პარადიგმა.

ვორქშოპს უძღვებოდნენ:

გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;

ნატო ბაჩიაშვილი – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, ჯიპას ლექტორი.

დამსწრეებს ასევე შეხვდა პროექტის “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” მონაწილე, ეთერ ხანჯალიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

ვორქშოპის მეოთხე დღეს ჩატარდა სიმულაციური თამაში. შეხვედრის ბოლოს კი მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *