GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

საქართველოს სტრაეგიული ანალიზის ცენტრის განცხადება


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობისა და ოკუპაციის 100 წლის თავზე ჩვენ კვლავ გზაგასაყართან ვდგავართ. დასუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, უგულებელყოფილია დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია პოლიტიზირებულია და მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავს. ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, სოციალური სიდუხჭირე ყოველდღიურად იმატებს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს წინაშე არსებული რთული გამოწვევების მიუხედავად მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ლიდერებისა და თაფისუფალი მედიის პოლიტიზირებული სამართლებრივი დევნის პროცესით.
კერძოდ, დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების განცხადებების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა მკაცრი რიტორიკა, უარი თქვა მოლაპარაკებებზე და პოლიციისა და სპეც. დანიშნულების რაზმების გამოყენებით დააკავა ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ნიკა მელია. ახალი პრემიერ-მინისტრის რიტორიკამ, რომელიც სიძულვილის ენას ეფუძნება, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ქართულული საოგადოების პოლარიზაციისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, უმნიშვნელოვანესია, პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა.
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას, ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და საამისოდ საღად შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და მიმართონ შესაბამის ზომებს, რათა ხელისუფლებამ უარი თქვას პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის დევნაზე, არსებული სიტუაციის ესკალაციაზე, ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით სახელმწიფოს სრულად მიტაცებაზე და წარმართოს მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რომელიც ამჟამად გადის ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებების გზაზე.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)