GSAC

„ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“


პროექტი „ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ მოიცავს ექვს თვიან სასწავლო კურსს, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან და  განკუთვნილია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და  ახალგაზრდა მკლევარებისთვის. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სპეციალურად შემუშავებული მენტორობის პროგრამა, რომელსაც წარუძღვებიან ეროვნულ უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ დონეზე მომუშავე ყოფილი და ამჟამინდელი ქალი სპეციალისტები.

სასწავლო კურსს, რომელიც 6 თვიანია,  წარუძღვებიან სფეროს ქართველი ექსპერტები. მოწვეულ სპიკერებად ასევე იქნებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური სამსახურის  წარმომადგენლები.

კურსი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობითა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობა;
  •  უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმები და პრაქტიკა;
  •  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კონცეპტუალური დოკუმენტები და უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროცესი;
  • კრიზისების მართვა;
  • ნატო, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები;
  • ევროკავშირი, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზანი და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა;
  • თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების გარემო, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ტიპის საფრთხეები და გამოწვევები  და დასავლეთის ქვეყნებში არსებული ახალი მიდგომები ამ გამოწვევების დასაძლევად;
  • სტრატეგიული ლიდერობა;
  • ქალების როლი ეროვნული უსაფრთხოებაში (დასავლური მიდგომები, არსებული რეალობა და სამომავლო ხედვები);
  • ეფექტური სტრატეგიული და მედია კომუნიკაცია;
  • გუნდში მუშაობისა და სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საჯარო გამოსვლისა და წერითი უნარ-ჩვევების გაღმავება.

ტრენინგის პირველი ეტაპი ჩატარდება შემდეგი სახით:

  • 6 თვის განმავლობაში ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ 19:00-ზე;
  • ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ და ინტერაქტიულ აქტივობებს: ლექციები, სიმულაციები და არაფორმალური ღონისძიებები;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 მაისი.

რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე-info@gsac.ge

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო ხომერიკს, პროგრამის კოორდინატორს, შემდეგ ნომერზე- 599-88-15-05.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *