GSAC

Front PageFront Page

შეხვედრა პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთან

7 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ექსპერტებსა და პოლიტიკური პარტია “ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკა ობოლაძეს შორის გაიმართა შეხვედრა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.პროექტის ფარგლებში იგეგმება პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრების ჩატარება, რათა პოლიტიკური კომპრომისის, დიალოგისა და მოლაპარაკებების კულტურაზე, ასევე სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის ამაღლებას. პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *