GSAC

Front PageFront Page

Ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი მიზანი და ხედვა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების და სხვადასხვა აქტივობების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების (სტრატეგიული, საგარეო და საშინაო) და გადაწყვეტილებების შესაფასებლად.
ჩვენს ცენტრს აქვს საუკეთესო მეცნიერების და პრაქტიკოსების მოზიდვისა და დაინტერესების გამოცდილება, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებს ხელმძღვანელობენ. GSAC-ის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს მნიშნელოვანი პოზიციები უკავიათ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორებში. შედეგად, ჩვენ მხარდამჭერთა ფართო ქსელით ვსარგებლობთ პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების ყველა დონეზე.
ჩვენი კვლევები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და საზოგადოებას საკუთარი არჩევანის განსაზღვრაში, რათა საქართველოს ინტერესები უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების შესაბამისად გაძლიერდეს. ვაანალიზებთ რა მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და სოციალური სტაბილურობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი წვლილი, სტრატეგიული ანალიზის თუ ინტენსიური კვლევების სახით, არის უმნიშვნელოვანესი.
GSAC-ის ექსპერტები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალ იდეებს ავითარებენ. ექსპერტების რეკომენდაციები შემუშავებულია პოლიტიკოსებთან, შესაბამისი სფეროების სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
GSAC-ი აქტიურად უწყობს ხელს სხვადასხვა თვალსაზრისის ადამიანების ცენტრის საქმიანობაში ჩართულობას. ჩვენ გვჯერა, რომ იდეების კონკურენტუნარიანი გარემო და შეხედულებების მრავალფეროვნება წარმოადგენს სტრატეგიული ანალიზის და ნაყოფიერი კვლევის არსებით რეცეპტს.
ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასავლური ღირებულებებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელის შესაწყობად და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და გამოწვევების უკეთ გასაცნობად.
GSAC-ის პროგრამები ორიენტირებულია ახალი თაობის ლიდერების განვითარებაზე, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებულ მწვავე გამოწვევებზე ინოვაციური პასუხების მოძიება შეეძლებათ.

სამეთვალყურეო საბჭო

ზურაბ აგლაძე

Read Bio

  • ზურაბ აგლაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, განათლებისა და მენეჯმენტის 18 წლიანი გამოცდილება. 1998 წელს საქართველოს სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ზურაბ აგლაძე იყო ლეიტენანტი სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში. 2003 წლიდან ზურაბი მსახურობდა მე -16 ქვეითი ბატალიონის მეთაურად; მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილედ; ასევე ქართული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელად ერაყში, ბაღდადში; იყო როგორც მე -5 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ასევე სახმელეთო ძალების მეთაური. 2009 წელს მას ევალებოდა სამხედრო განათლების ოპერაციების ზედამხედველობა. 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა შპს დექსუსის დეპარტამენტს, 2013 წელს გახდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, სადაც მუშაობდა 2015 წლამდე. ზურაბი იყო მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) 2013 წლიდან. ზურაბ აგლაძემ ბაკალავრის დიპლომი მიიღო გაერთიანებული სამხედრო აკადემიიდან (1994-1998). შემდეგ მან გაიარა სამშვიდობო ოპერაციების მომზადებისა და დაგეგმვის კურსები (საბერძნეთი, 2002), ასევე სამხედრო კურსები, მათ შორის მსუბუქი ქვეითი ოფიცრის ძირითადი კურსი, Army Ranger School და Airborne Paratroopers School (აშშ, Fort Benning, 2002-2003). 2005-2006 წლებში სწავლობდა CGSC სარდლობისა და გენერალური შტაბის სკოლაში, ფორტ ლევენვორტში, კანზასი, აშშ. ზურაბმა მიიღო სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯში (USAWC) და ამჟამად ასრულებს სადოქტორო პროგრამას GIPA– ში.

ლაური ალმანი

Read Bio

  • ლაური ალმანი არის „CybExer Technologies“–ის თანადამფუძნებელი და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი გენერალური მდივანი. მისი გამოცდილება უკავშირდება ეროვნულ დონეზე კიბერ კრიზისების მართვას და საჯარო, ისევე, როგორც კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული და აღმასრულებელი დონის ტრენინგების ჩატარებას.

    იგი უძღვებოდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მთელ ევროპაში: გერმანია, ფინეთი, ავსტრია, პორტუგალია, ბელგია, ჩეხეთი, საბერძნეთი და სხვა.

თეონა აქუბარდია

Read Bio

  • თეონა აქუბარდია GSAC– ის ასოცირებული ექსპერტია 2019 წლიდან. იგი არის ასევე მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში და ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობებს. GSAC– ში გაწევრიანებამდე იგი იყო 2014 – დან 2018 წლამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 10 წელზე მეტი იმუშავა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში. ქალბატონი აქუბარდია თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელია და მუშაობდა თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებზე. იგი არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმების და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის შესახებ. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2016 წელს მან მოიპოვა მაგისტრის დიპლომი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტრატეგიაში ლონდონის კინგ კოლეჯში და გაიარა ასპირანტურის კურსი ლონდონში, როიალის თავდაცვის კვლევების კოლეჯში. ამჟამად თეონა აქუბარდია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და სადოქტორო კვლევის თემაა რევიზიონისტური რუსეთი და საქართველოში ჰიბრიდული ომი აფხაზეთში, საქართველოში არსებული კონფლიქტის მაგალითებზე.

გელა ბეჟუაშვილი (თავმჯდომარე)

Read Bio

  • გელა ბეჟუაშვილის საქმიანობა სამთავრობო და ინდუსტრიულ სექტორებს უკავშირდება. 1990-იანი წლებიდან იგი იკავებდა მაღალი რანგის თანამდებობებს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში. ამასთან ერთად, იგი აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროს სამეთვალყურეო საქმიანობაში. ამჟამად გელა ბეჟუაშვილი არის საქართველოს სამრეწველო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი და საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლებში: დომ კაბრალის ფონდი (ბრაზილია) და სან დიეგოს უნივერსიტეტი (აშშ). ის არის ჰარვარდის უნივერსიტეტის „Adaptive Leadership”-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. გელა ბეჟუაშვილი სხვადასხვა დროს ეროვნული ექსპერტის როლსაც ასრულებდა ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფარგლებში: ეროვნული მრჩეველთა კომიტეტი საერთაშორისო საზოგადოებრივ სამართალში (CAHDI), მულტიდისციპლინარული ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GMC), ეროვნული უმცირესობების დაცვის კომიტეტი, (DH-MIN) და ვენეციის კომისია (კონსტიტუციური სამართლის კუთხით). 2000 წლიდან გელა ბეჟუაშვილი ჩართულია საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო კვლევებში. ის ამჟამად ასწავლის მმართველობის ხელოვნების კურსს საქართველოს საზოგადოერივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). მას აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სახელმწიფო კანცლერის უმაღლესი წოდება. გელა ბეჟუაშვილს გადაეცა უკრაინისა და ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოები.

ანზორ ბიწაძე

Read Bio

  • ანზორ ბიწაძე არის ქართველი პოლიტიკოსი და ადვოკატი. იგი არის ოქსფორდის წმ. კლერის კოლეჯის კურსდამთავრებული. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს, რის შემდეგაც სწავლა შვეიცარიის ბერნის უნივერსიტეტის აღმასრულებელ EMBA პროგრამაზე განაგრძო.

    ანზორ ბიწაძე 2005-2006 წლებში მოღვაწეობდა Holland & Knight– ში, 2006–2008 წლებში იგი Mayfair Gold–ში დირექტორის პოზიციას იკავებდა.

    2008 წლიდან ანზორი შეუერთდა პარტია „ერთიან საქართველოს“ საგარეო საქმეთა მდივნის თანამდებობაზე, რის ფარგლებშიც ჩართული იყო საპრეზიდენტო, მუნიციპალურ და საპარლამენტო არჩევნებში. ამჟამად იგი პარტიის ცენტრალური პოლიტიკური საბჭოს წევრია.

    ამჟამად, საკუთარი პარტიის სახელით, ანზორ ბიწაძე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მედიასთან და ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტთან.

ჯული გიორგაძე

Read Bio

  • ჯული გიორგაძე არის პოლიტიკური და საარჩევნო კომუნიკაციის პროფესიონალი, რომლის განათლებაც მჭიდროდაა დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული პლატფორმების გამოყენებასთან. ჯული GSAC-ში იკავებს კეთილსინდისიერების მრჩევლის პოზიციას. 

    ჯული გიორგაძე ყოფილი დიპლომატია, რომელსაც უმუშავია მთავრობაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებაში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური პარტიების კომუნიკაცია, საარჩევნო ციკლის კომუნიკაცია, კამპანიები და ემოციური ინტელექტი პოლიტიკურ სცენაზე. გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, ჯული გიორგაძე 15 წელიწადზე მეტია, რაც აკადემიური წრის წევრია თბილისის არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში.

ბოგდან კლიხი

Read Bio

  • ბოგდან ადამ კლიხი პოლონეთის ეროვნული თავდაცვის ყოფილი მინისტრია. დღეს იგი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია. ბოგდან კლიხი სენატორის პოზიციას 2011 წლის ნოემბრიდან იკავებს. იგი იაგელონის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების განყოფილების ლექტორია. ამასთან ერთად, კლიხი კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ლექტორია 2013-2014 სასწავლო წლიდან. იგი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

ხათუნა ლაგაზიძე

Read Bio

  • ხათუნა ლაგაზიძე არის პოლიტიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. იგი ასწავლის სახელმწიფო მენეჯმენტსა და საარჩევნო სისტემებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე. იგი ასევე არის რადიო “პალიტრას” ანალიტიკური შოუს წამყვანი. იგი არის პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფო მართვის თეორიის შესახებ. იგი მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში, როგორც ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, როგორც ქვეყნის მეთაურის წამყვანი მრჩეველი საგარეო და შიდა უსაფრთხოების საკითხები. იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო მენეჯმენტის, უსაფრთხოების სისტემებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მან მიიღო სამი მაგისტრის ხარისხი, მათ შორის, სამართლის მაგისტრი. ამჟამად იგი წერს სადოქტორო ნაშრომს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ინფორმაციული ომები და კიბერსივრცე”.

ვლადიმირ ოგრიზკო

Read Bio

  • ვლადიმირ ოგრისკო 2014 წლიდან რუსული კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. მან 1978 წლიდან კარიერული დიპლომატის პოზიცია დაიკავა, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტს ატაშედ შეუერთდა. 1992-1996 წლებში იყო მრჩეველი უკრაინის საელჩოებში, გერმანიის ფედერაციულ და ავსტრიის რესპუბლიკებში. იგი 1996-1999 წლებში იყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, 1999-2004 წლებში კი უკრაინის ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ასევე მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის დეკემბრამდე ვლადიმირ ოგრისკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 2007-2009 წლებში იგი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ვლადიმირ ოგრისკოს არაერთი ორდენი და ჯილდო გადაეცა.

ნიკა ობოლაძე

Read Bio

  • ნიკა ობოლაძე, ქართველო პოლიტიკოსი და იურისტი. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2013-2014 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში მთავარ სპეციალისტად. 2014-2016 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე. 2015-2019 წლებში იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სპიკერი, მმართველი საბჭოს წევრი. 2019 მუშაობდა ტელეკომოანია რუსთავი 2 -ში ანალიტიკოსად. 2019-2020 წლებში ტელეკომპანია მთავარი – ანალიტიკოსი, პროდუსერი. 2021-2022 წლებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი.

შალვა (ლაშა) ძებისაშვილი

Read Bio

  • შალვა ძებისაშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან მიიღო ევროკავშირის კომისიის სადოქტორო სტიპენდია (GEM) 2012 წლის სექტემბერში, წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი ევროპული კვლევების ინსტიტუტში (IEE-ULB, ბრიუსელი) 2016 წლის იანვარში. იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასევე არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის და სამეცნიერო ცენტრის წევრი, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო (CCDS), საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS). 2003 წლიდან მსახურობდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2008-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის კურსი და, შესაბამისად, აიღო საქართველოს თავდაცვის უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის თანამდებობა (თავდაცვის მრჩეველი) ნატოში საქართველოს მისიაში. იგი არის რამდენიმე აკადემიური პუბლიკაციისა და პრესის სტატიის ავტორი.

გიორგი (გიგი) წერეთელი

Read Bio

  • გიგი წერეთელი ერთ -ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო, საერთაშორისო, ასევე კერძო სექტორებს.

    გიგი წერეთელი იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2017-2020 წლებში. ის იყო ყველაზე გრძელვადიანი ლიდერი ამ ორგანიზაციის ისტორიაში. მანამდე, გიგი იმავე ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტი იყო ხუთი წლის განმავლობაში. ის წლების განმავლობაში ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

    გიგი წერეთელი იყო უმსხვილესი “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) ფრაქციის ლიდერი, რომელიც უპრეცედენტო შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისთვის.

    გიგი წერეთელს 1995 წლიდან 2016 წლამდე ეკავა სხვადასხვა წამყვანი თანამდებობები როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში: იყო თბილისის ვიცე-მერი, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; ამასთან ერთად, იგი ორი ვადით  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მოღვაწეობდა.

    გიგი წერეთელს ეკავა საქართველოს ვიცე პრემიერის, ისევე, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოზიციები.

    უნდა აღინიშნოს, რომ 2011-2013 წლებში იგი აირჩიეს „მოსახლეობისა და განვითარების ევროპული საპარლამენტო ფორუმის“ (EPF) პრეზიდენტად, ხოლო მანამდე- ამ ფორუმის ვიცე-პრეზიდენტად.

    გიგი წერეთელი პროფესიით ექიმი-ნევროლოგი და ადვოკატია. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას ასევე მიენიჭა ბოსტონის უნივერსიტეტის სერთიფიკატი- “ჯანმრთელობის საერთაშორისო ეკონომიკა და ფინანსების” განხრით.

    გიგი წერეთელს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ორდენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სახელმწიფოს განვითარებაში.

მმართველობა

გიორგი თარგამაძე

Read Bio

  • გიორგი თარგამაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მედია ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. GSAC– ის დაწყებამდე იგი დასახელდა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მედია ცენტრის უფროს სტიპენდიატად და დირექტორად 2013 წელს. მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მასმედიაში, ახალგაზრდული ტელევიზიის წამყვანად. იგი მოგვიანებით გახდა ახალი ამბების და ყოველკვირეული დაიჯესტის ავტორი, წამყვანი და მთავარი რედაქტორი ტელეკომპანია იბერვიზიასთვის. 1993–1995 წლებში თარგამაძე მუშაობდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განყოფილებების დირექტორად, შემდეგ კი გახდა სატელევიზიო სტუდია ბათუმის დირექტორი. 1997 წლიდან 1999 წლამდე თარგამაძე ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრს. 2003 წლიდან იგი მუშაობდა ახალი ამბების და თოქ-შოუს პროგრამების დირექტორად, აგრეთვე ყოველკვირეული პროგრამის ავტორად და ”დროება”-ს წამყვანად ტელეკომპანია ”იმედში”- 2008 წლამდე. ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად, ბ-ნი თარგამაძე 1999-2003 წლებში იყო ასევე დეპუტატი. იგი იყო უმცირესობის ლიდერი საქართველოს პარლამენტში და 2008–2012 წლებში საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. 2008 – 2013 წლებში იყო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე. ამ პერიოდში ის ასევე გახდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მსახურობდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან დემოკრატთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვეული პროფესორი. თარგამაძეს აქვს ჟურნალისტიკის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1999). 2011 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გიორგი პაპელიშვილი

Read Bio

  • გიორგი პაპელიშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ადმინისტრაციული მენეჯერი. მას გააჩნია მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება. 2011 წლიდან 2013 წლამდე გიორგი მსახურობდა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ. ამ პერიოდში გიორგი გახდა “სამოქალაქო აქტივობის ახალგაზრდული ცენტრის” თავმჯდომარე – თანამდებობა, რომელიც დღესაც უჭირავს. მოგვიანებით გიორგი 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციის განვითარების ფონდს და გახდა “სახელმწიფო ხალხისთვის”-ს აღმასრულებელი ასისტენტი. გიორგიმ მიიღო ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები მასალების დამუშავებაში. იგი 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში და აქვს ახალგაზრდულ-აქტივისტურ წრეებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. გიორგის გავლილი აქვს რამდენიმე კურსი PR- ში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და დიპლომატიაში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და რონდელის ფონდის დიპლომატიისა და უსაფრთხოების სკოლაში (საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი). როგორც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის “ლიდერების აკადემიის” კურსდამთავრებული, გაეროს “პოლიტიკური იდეოლოგია და საარჩევნო მენეჯმენტი” პროგრამის, IRI– ს და USAID– ის ორგზის გამარჯვებული ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში, გიორგი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

გიორგი რუხაძე

Read Bio

  • გიორგი რუხაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი წევრი და ევროპული კვლევების დირექტორი. მას აქვს 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება მედიაში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში, ის არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტიური მომხსენებელი და ათობით ბლოგისა და სტატიის ავტორი. IMEDI TV– ში მსოფლიო ამბების ფილიალის ხელმძღვანელობის შემდეგ (2004–2007) მან მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო ოფისის დირექტორად (2008–2013), სადაც მას ევალებოდა პარტიის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია. 2012 წლიდან არის ბრიუსელის ევროპული ქრისტიანული პოლიტიკური მოძრაობის (ECPM) გამგეობის წევრი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. ბ-ნი რუხაძე 2010 წლიდან მოღვაწეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორის თანამდებობაზე. მას აქვს დიპლომი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში (თბილისის სახელმწიფო  წარმოების ორგანიზაციის ინსტიტუტი 1992-1997) და ასევე დიპლომი ბრიტანეთის კვლევებში (ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტი 2001-2002) .

სოფო შამანიდი

Read Bio

თორნიკე შარაშენიძე

Read Bio

  • თორნიკე შარაშენიძე არის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). მას აქვს მაგისტრის დიპლომი საჯარო მმართველობაში და დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. დოქტორი შარაშენიძე ასწავლის დიპლომატიის ისტორიასა და დაზვერვის საკითხებს. GIPA– ში გაწევრიანებამდე, დოქტორი შარაშენიძე მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ანალიტიკოსად, საქართველოს პრემიერ – მინისტრის საგარეო საქმეთა ასისტენტად და ნატოს შესახებ ინფორმაციის ცენტრის დირექტორად. თორნიკე შარაშენიძე იყო დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. იგი აქტიურად მონაწილეობს ქართულ-რუსულ საექსპერტო დიალოგებში და დამოუკიდებელ ექსპერტად თანამშრომლობს ევროპულ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა Fride და ჩრდილოატლანტიკური ურთიერთობების ცენტრი. ის რეგულარულად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა ფართო საზოგადოებასთან, Caucasus Analytical Digest და Georgian Review. იგი არის წიგნის ”დიპლომატიის ისტორია” ავტორი, რომელიც ამ სფეროში პირველი ქართული სახელმძღვანელოა (2013). დოქტორმა შარაშენიძემ ასევე თარგმნა და გამოსცა ს.პ. ჰანტინგტონის “ჯარისკაცი და სახელმწიფო”.

ვალერი ჩეჩელაშვილი

Read Bio

  • ვალერი ჩეჩელაშვილი 2021 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი. 2016 – 2021 წლებში იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ვალერი ჩეჩელაშვილი 1989 წლიდან მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე მდივნიდან მინისტრის მოადგილემდე (1998-2000). 2005 წელს იგი იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში მას ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. ის იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში (1994-1998), ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2004 წლებში მას ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ხოლო, 2007-2016 წლებში – გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში.მას დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით  (1983) და ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.

ნოდარ ხარშილაძე

Read Bio

  • ნოდარ ხარშილაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი 2013 წელს დასახელდა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსად. მას აქვს 14 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, თავდაცვაში და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში. მან დაიწყო მოხელეობის კარიერა 2001 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს ნოდარ ხარშილაძე დაინიშნა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად. იგი იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2009-2012 წლებში. ასევე პასუხისმგებელი იყო სტრატეგიული დაგეგმვის, ტრანსფორმაციისა და რეფორმების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოს, მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების, PPBS და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსფორმაციის პორტფოლიო, საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანური რესურსები, დაგეგმვა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ნოდარ ხარშილაძეს აქვს B.A. ანკარის პოლიციის აკადემიიდან, თურქეთი (2000) და სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტიდან, ვაშინგტონი, აშშ (2008). 2004 წელს ბატონმა ხარშილაძემ დაასრულა ერთწლიანი სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში, რომელიც ორგანიზებული იყო GFSIS და RAND კორპორაცის მიერ. 2004 წელს მან გაიარა ერთწლიანი ტრენინგი საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზში, რომელსაც კოორდინაციას უწევს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. გარდა ამისა, ბატონი ხარშილაძე მონაწილეობდა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ პროგრამაში “თავდაცვის დაგეგმვა და ნატოში ინტეგრაცია” 2005-2007 წლებში.

დავით ჯანდიერი

Read Bio

  • დავით ჯანდიერი არის იურისტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით საჯარო და კერძო სტრუქტურებში. 2012-2013 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. დავით ჯანდიერი დაინიშნა ამ თანამდებობაზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მომსახურების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსთა პალატა, საქართველოს ეროვნული არქივი) 2012 წლამდე დავით ჯანდიერი წარმატებული იურისტი იყო. იგი იყო განმცხადებლის ადვოკატი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობილ საქმეზე – ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ. ამჟამად, დავით ჯანდიერი კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბიზნეს კორპორაციებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აქტიურად მონაწილეობს სოციალურად მნიშვნელოვანი თემების საზოგადოებრივ განხილვებში. 2018 წელს მან განაახლა თავისი საადვოკატო მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეებში, მათ შორის ე.წ. “საუკუნის პროცესი”. ციანიდის საქმე. დავით ჯანდიერმა დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპულ სამართალსა და განათლებაში. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი.



ჩვენი გუნდი

ლაშა ბრეგვაძე

Read Bio

  • ლაშა ბრეგვაძე პროფესიით საერთაშორისო სამართალმცოდნე და საბაჟო საქმის ეკონომისტია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ მიმართულებას. 2004-2005 წლებში იგი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მოღვაწეობდა. 2005-2006 წლებში მას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს ძებნის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა, 2006-2007 წელს კი იგი იუსტიციის სამინისტროს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტში მოღვაწეობდა.2007-2010 წლებში იგი თავდაცვის სამინისტრო გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2010-2012 წლებში იგი პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოღვაწეობდა, 2013-2016 წლებში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. 2017-2018 წლებში იგი მოღვაწეობდა შპს ,, გეფა’’ სააფთიაქო ქსელის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე.

სოფო გელაშვილი

Read Bio

  • სოფიო გელაშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსური მენეჯერი. მან მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრში დაამთავრა შემდეგი კურსები: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო კურსი; მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო კურსი; შემოსავლების კოდექსის კურსი; 2002-2008 წლებში მუშაობდა ბუღალტრად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2008-2014 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ბუღალტერი. 2014-2017 წლებში იყო კერძო კომპანიის მთავარი ბუღალტერი. 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსურ მენეჯერად.

ნუკი დარასელია

Read Bio

  • ნუკი დარასელია არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროექტების კოორდინატორი. მას  მიღებული აქვს დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2017 წელს GIPA– ს დასრულების შემდეგ, იგი შეუერთდა GSAC– ს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც GSAC– ის ტრენინგებისა და კონფერენციების კოორდინაციაში, ასევე GSAC– ის ანალიტიკის წარმოებაში.

გელა ვასაძე

Read Bio

დავით კაპანაძე

Read Bio

  • დავით კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, რომელიც 2008-2014, 2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლობებსა და საელჩოებში ჟენევაში, ბერნსა და ბუქარესტში. 2011 წელს იყო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოს საქმეთა რწმუნებული. 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი საფრთხეებისა და იარაღის კონტროლის სამმართველოს უფროსად.

     

    დავით კაპანაძე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, კერძოდ: 2004-2005 წლებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად; 1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სამმართველოში მოგვიანებით, იგი ამ სამმართველოს განყოფილების უფროსიც გახდა.

     

    დავით კაპანაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. მან მიიღო მონაწილეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მრავალ კურსსა და სემინარში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის იყო ოთხთვიანი კურსი ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში უსაფრთხოების პოლიტიკის ახალ საკითხებზე და ხუთთვიანი კურსი ბალტიის თავდაცვის სფეროში. 1995-1999 წლებში დავით კაპანაძე იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაცვის სამმართველოს ოცეულის მეთაური შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქეთი სიჭინავა

Read Bio

  • ქეთი სიჭინავა არის პროექტების მენეჯერი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში. მან მიიღო ეკონომიკის დოქტორის ხარისხი წმინდა ანდრიას სახელობის საქართველოს უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ვებტერის ბიზნესის მართვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქეთი მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ნინი ხომერიკი

Read Bio

  • ნინო ხომერიკი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პროგრამების მენეჯერი. მან GSAC– ში კარიერა 2017 წელს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დამთავრების შემდეგ დაიწყო. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში მუშაობის დაწყებიდან ნინო ხომერიკმა მოახერხა GSAC– ის „ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების პროგრამის“ განხორციელება და მონაწილეობა მიიღო GSAC– ის კონფერენციებისა და შეხვედრების კოორდინირებაში. 

მოწვეული ექსპერტები


ზვიად აძინბაია

Read Bio

  • ზვიადი არის უსაფრთხოების სპეციალისტი და მენეჯერი, მრავალეროვან გუნდებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. ამჟამად, იგი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, მაღალტექნოლოგიური და სექტორული პარტნიორობის მეშვეობით. ცოტა ხნის წინ ზვიადმა გამოიგონა ტერმინი – Temocracy, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიით აღჭურვილ დემოკრატიას. 2018 წელს ზვიადი მუშაობდა ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრის (ევროპარლამენტის) თანაშემწედ, სადაც მის პორტფოლიოში შედიოდა უსაფრთხოების და პოლიტიკური საქმეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. 2017-18 წლებში ზვიადი ხელმძღვანელობდა ევრაზიის ლიდერობის ტრეკის ორ გამოცემას, აზიის ლიდერობის ცენტრთან ერთად, იკვლევდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კლიმატს შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, Tufts Fletcher School- ის, ჰარვარდისა და MIT- ის ასპირანტებთან . გარდა ამისა, ზვიადი იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი 2018 წლის ევროპული კონფერენციისთვის ჰარვარდში, რომელიც ამ ტიპის ყველაზე მასშტაბურია ჩრდილოეთ ამერიკაში. 2017 წელს ზვიადი გამოჩნდა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თხუთმეტი ახალი უსაფრთხოების ლიდერიდან და 2018 წელს მიიღო Forbes Georgia– ს 30 – მდე 30 – მდე აღიარება. ზვიადის სტატიები და კომენტარები გამოჩნდა არაერთ საერთაშორისო ანალიტიკურ პლატფორმაში, მათ შორის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში რეპორტინგი, ახალი ევროპა, მსოფლიო საქმეთა ფლეტჩერის ფორუმი, Deutsche Welle, KyivPost და The Clarion. ზვიადის ბოლოდროინდელი პოლიტიკისა და აკადემიური პუბლიკაციები ასევე მოიცავს: ”რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” (ვარშავის ინსტიტუტი, 2018) და ”აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ათი გზა” (Rondeli Foundation / GFSIS, 2018). 2017 წელს ნატოს თავდაცვის კოლეჯმა, სადაც ზვიადი მკვლევარი იყო, გამოაქვეყნა თავისი სამეცნიერო ნაშრომი: ”ნატო შავ ზღვაში: რას უნდა ველოდოთ შემდეგ?” 2014-16 წლებში ზვიადი იყო პოლიტიკური კორესპონდენტი გაზეთ Georgia Today- ში და მუშაობდა სოციალური მედიის კოორდინატორად და ბლოგერად Open Society Georgia Foundation- ის მედიის განვითარების პროექტში. 2012-15 წლებში ზვიადმა დააფუძნა და მხარი დაუჭირა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოება XXI და თავისუფალი თაობა საქართველოსთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში. ზვიადს აქვს მაგისტრის ხარისხი ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის, ტაფტის უნივერსიტეტისა და ხელოვნების ბაკალავრის პოლიტიკის მეცნიერებაში (წარჩინებით) თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი გატაცებაა ჯაზი და სურს ჯაზის ღონისძიების ჩატარება მშობლიურ ქალაქში, გალში (აფხაზეთი), როდესაც საქართველო გაერთიანდება.

ელენე კვანჭილაშვილი

Read Bio

  • ელენე კვანჭილაშვილი ფსიქოლოგიისა და ჟურნალისტიკის სფეროებში 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. წერისა და რეპორტის გატაცება მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო: ამ დროს მან დაწერა თავისი დღიურები, სადაც ასახავდა მის ცხოვრებას მოზარდობაში, რომელიც ცხოვრობდა მასპინძელ ოჯახში და სწავლობდა ვატაუგის საშუალო სკოლაში, აშშ, აშშ. მისმა წიგნმა ”ერთი წელი ამერიკაში” მიიღო მადლობის წერილი აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის ბილ კლინტონისგან. დღეს, ჟურნალისტიკაში, მისი ძირითადი ინტერესები არის ბიზნესი და ეკონომიკა: პოლიტიკა, რეგულაციები, ძირითადი ტენდენციები და გავლენა. ელენე არის Forbes Georgia- ს აღმასრულებელი რედაქტორი და ყოველკვირეული თოქ-შოუს Analytics- ის ავტორი და წამყვანი ელენე კვანჭილიაშვილთან ერთად, რომელიც წარმოებულია Business Media Georgia (BMG) მიერ TV პირველის ეთერში. ფსიქოლოგიაში იგი ძირითადად აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ და მასობრივ კომუნიკაციაზე. მისი ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი იყო ნაციონალიზმზე, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის შედარების მიზნით: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მისი სამაგისტრო კურსი პოლიტიკური კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მომზადდა აშშ-ს ბერკლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, კარნეგის სტიპენდიის ფარგლებში. ელენე კვანჭილიშვილი არის კარნეგის სტიპენდიანტი 2011 წელს. ცოტა ხნის წინ მან დაწერა პოლიტიკის დოკუმენტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისთვის (EPRC), სადაც შეისწავლა მუზეუმების კომერციალიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ელენეს ჰყავს მეუღლე და 10 წლის ქალიშვილი ანასტასია კალანდაძე.

ანჟეი კლიმჩუკი

Read Bio

  • დოქტორი ანდრეი კლიმციკი არის პოლონელი დიპლომატი, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ექსპერტი ადამიანის უფლებების და დემოკრატიული რეფორმების საკითხებში (საარჩევნო სისტემები, სიტყვის თავისუფლება და მასმედიის საშუალებები). დოქტორ კლიმციკს ასევე აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორში. იგი მსახურობდა როგორც ყოფილი ჟურნალისტი და პრეს ატაშე მოსკოვში პოლონეთის საელჩოში (1996 – 2000), ყოფილი პოლიტიკური ოფიცერი ეუთოს მისიაში მოლდოვაში (2001 – 2008) და მონაწილეობდა მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას. “5 + 2” ფორმატი. როგორც 2010 – 2017 წლებში საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, იგი პასუხისმგებელი იყო პარლამენტსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მონიტორინგსა და ხელშეწყობაზე; სასამართლო რეფორმების, სასჯელაღსრულების და გაუქმების მომხრე რეფორმების წახალისება; გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში. დოქტორ კლიმცკის აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში ჩატარებულ  ზოგად, ადგილობრივ და მუნიციპალურ არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. მან დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრის სპეციალობით და საერთაშორისო სამართლის დოქტორის სპეციალობით.

გიორგი კობერიძე

Read Bio

  • გიორგი კობერიძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი, ასევე ლექტორი დემოკრატიზაციის თეორიებსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა შესავალში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2015-2016 წლებში გიორგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, სახელწოდებით “ალიანსი რეგიონალური განვითარებისათვის” (ARD), როგორც PR და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. ARD– ში გაწევრიანებამდე გიორგი მუშაობდა უფროს კურატორად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 2014-2015 წლებში გიორგი იყო საქართველოს ახალგაზრდობის სასახლის მრჩეველთა საბჭოს წევრი. გიორგი კობერიძემ დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და აქვს მაგისტრის ხარისხი.

ვლადიმირ კოპჩაკი

Read Bio

ანატოლი კორაპანოვი

Read Bio

  • ანატოლი კორაპანოვი იკვლევს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკასა და სპორტულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მას აქვს 13 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში. 2010-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს სპორტის საბჭოს მუდმივმოქმედ კომიტეტებში და ევროპის საბჭოს მთავრობათაშორისი პლატფორმის მმართველთა საბჭოს წევრი “მოწინავე ნაწილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ”. მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ჩვეულებრივი პროექტების შემუშავებაში “სპორტული შეჯიბრებების მანიპულირება” და “საფეხბურთო მატჩებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების, უსაფრთხოების და მომსახურების ზოგადი მიდგომა”. 2015 წელს საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, იგი მუშაობდა და კოორდინაციას უწევდა თემატური ჯგუფების, მათ შორის, IATF- ის თავმჯდომარის, 2015 წელს, რომელსაც ევალებოდა “ანტიდოპინგური სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებას. 2016 წლიდან ანატოლი არის სპორტის მენეჯმენტის ფიზიკური აღზრდისა და საქართველოს სპორტის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი. 2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, იგი ხელმძღვანელობდა “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პარლამენტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” შემუშავების პროცესს. ანატოლი კორეპანოვმა დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის დიპლომი.

გიორგი კიკნაძე

Read Bio

  •  

    გიორგი კიკნაძე იკვლევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკას, ტურიზმის უსაფრტხოების სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ საკითებს. მას საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

    2002-2012 წლებში ის მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში, გენერალური ინსპექციის. ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საშუალო და მაღალ თანამდებობებზე.

    ბოლოს, აღნიშნულ უწყებაში მუშაობდა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მაოდგილედ. ამ პერიოდში მას გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო თუ სატრენინგო სასწავლო კურსები აშშ-ში, უნგრეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და საფრანგეთში.

    2013-2014 წლებში გიორგი კიკნაძე საჯარო სამსახურს აგრძელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდგომ, ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობებზე. 2015-2016 წლებში გიორგი კიკნაძე არის იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის ხელმძღვანელი. 2019-2021 წლებში გიორგი კიკნაძემ გააგრძელა საჯარო სამსახურში მუშაობა, ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

     

ლუის ნავარო

Read Bio

  • ლუის ნავარო არის სამრეწველო ორგანიზაციების შრომის ფედერაციის ამერიკის ფედერაციის კამპანიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (AFL-CIO).  ადრე იგი მსახურობდა საქართველოში საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უფროს მუდმივმოქმედ დირექტორად (2009-2014) და როგორც საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და მაშინდელი შეერთებული შტატების სენატორის ჯო ბაიდენის შტაბის უკანასკნელი უფროსი (2007-2009). ამერიკულ პოლიტიკაში კარიერის განმავლობაში, ლუისი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიის პოლიტიკური დირექტორი აიოვას კომიტეტის (2003-2004) და სამსახურის თანამშრომელთა საერთაშორისო კავშირის (1999-2003) და ასევე ფლორიდას დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელი დირექტორი. (2005-2006) იგი ასევე იყო უფროსი თანაშემწე ყველა ხმის, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტისა და კონგრესის ორი ყოფილი წევრისთვის. ლუისი იყო ერთ-ერთი საარჩევნო ჟურნალის კამპანიაში “2000 წლის ამომავალი ვარსკვლავები”. ლუისი დაიბადა ვაშინგტონში და არის მერილენდის უნივერსიტეტის, კოლეჯის პარკის კურსდამთავრებული.

ნიკა ფიფია

Read Bio

  • ნიკა ფიფია მუშაობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პროექტების კოორდინატორად. მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2016 წელს ის სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ფონდში (GFSIS). 2017 წლიდან ის მუშაობს GSAC– ის პროექტების კოორდინატორად.

სოფო წკრიალაშვილი

Read Bio

  • სოფიო წკრიალაშვილმა 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერჩიეს უნივერსიტეტში ჩაირიცხა თურქეთის რესპუბლიკის სტიპენდიით. 2017 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში და პოლიტიკურ მეცნიერებებში. 2017 წლის გაზაფხულზე ის სწავლობდა პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტში “ერასმუსის” გაცვლითი პროგრამით. 2012 წელს სტაჟირება გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2015 წელს ეკონომიკისა და კულტურის დეპარტამენტში. 2016 წელს, პროგრამა “საქართველოს ახალგაზრდა ელჩის” საშუალებით, რომელიც ცდილობდა თურქეთში საქართველოს პოპულარიზაციას, სოფიო აირჩიეს თურქეთში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩად.

გია ჯაფარიძე

Read Bio

  • გია ჯაფარიძე არის პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ქართული პოლიტიკის ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ასევე ასწავლის სხვა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოში. გია ჯაფარიძე ყოფილი დიპლომატია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი მსახურობდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად კვიპროსის რესპუბლიკაში (2012-2013) და პორტუგალიის რესპუბლიკაში (2010-2011). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი და ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მმართველობის განხრით (საერთაშორისო და ევროპული კვლევები) გია ჯაფარიძე აქვეყნებს სტატიებს ქართულ პოლიტიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკაზე. მისი ექსპერტიზის სფეროა ბალკანეთის ფართო რეგიონი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბერძნულ-თურქული ურთიერთობები, ლუსოფონის ქვეყნები, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. ის არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის უფროსი მკვლევარი.

ვანო მაჭავარიანი

Read Bio

  • ვანო მაჭავარიანი არის სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკური ექსპერტი, რომლის კარიერა მოიცავს საგარეო ურთიერთობებს, დიპლომატიას, ბიზნესს, აკადემიას და არაკომერციულ სექტორს. ბოლო წლებში იგი ასრულებდა მდივნის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში. მანამდე იყო აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სს – ში საპარტნიორო ფონდში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი. ვანო მაჭავარიანი ასრულებდა ელჩის მოვალეობას იაპონიაში 2007-2009 წლებში ასევე იყო სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2007 წელს.2004 წლიდან 2007 წლამდე, ბატონი მაჭავარიანი იყო კერძო სექტორში ავსტრალიური კომპანია Bolnisi Gold-ის დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე, შემდეგ კი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.1998 წლიდან 2002 წლამდე ის იყო გაეროს საქართველოს მუდმივი მისიის მრჩეველი ნიუ – იორკში.1997 და 1998 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას საგარეო ურთიერთობათა თანაშემწე. 1996 წელს იყო მოწვეული თანამშრომელი კონფლიქტების მენეჯმენტის და რეზოლუციის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ვირჯინიის ქალაქ ფერფაქსში. 1996 – 1997 წლებში მან დააარსა და მართა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”. ვანო მაჭავარიანს აქვს მაგისტრის ხარისხი
    ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლიდან (SAIS) ვაშინგტონში, ევროპული სწავლების სამაგისტრო დიპლომი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან(CEU) პრაღაში და ბაკალავრის დიპლომი ქართულის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან. ის ასწავლიდა საგარეო პოლიტიკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.