GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი მიზანი და ხედვა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების და სხვადასხვა აქტივობების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების (სტრატეგიული, საგარეო და საშინაო) და გადაწყვეტილებების შესაფასებლად.

ჩვენს ცენტრს აქვს საუკეთესო მეცნიერების და პრაქტიკოსების მოზიდვისა და დაინტერესების გამოცდილება, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებს ხელმძღვანელობენ. GSAC-ის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს მნიშნელოვანი პოზიციები უკავიათ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორებში. შედეგად, ჩვენ მხარდამჭერთა ფართო ქსელით ვსარგებლობთ პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების ყველა დონეზე.

ჩვენი კვლევები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და საზოგადოებას საკუთარი არჩევანის განსაზღვრაში, რათა საქართველოს ინტერესები უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების შესაბამისად გაძლიერდეს. ვაანალიზებთ რა მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და სოციალური სტაბილურობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი წვლილი, სტრატეგიული ანალიზის თუ ინტენსიური კვლევების სახით, არის უმნიშვნელოვანესი.

GSAC-ის ექსპერტები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალ იდეებს ავითარებენ. ექსპერტების რეკომენდაციები შემუშავებულია პოლიტიკოსებთან, შესაბამისი სფეროების სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.

GSAC-ი აქტიურად უწყობს ხელს სხვადასხვა თვალსაზრისის ადამიანების ცენტრის საქმიანობაში ჩართულობას. ჩვენ გვჯერა, რომ იდეების კონკურენტუნარიანი გარემო და შეხედულებების მრავალფეროვნება წარმოადგენს სტრატეგიული ანალიზის და ნაყოფიერი კვლევის არსებით რეცეპტს.

ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასავლური ღირებულებებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელის შესაწყობად და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და გამოწვევების უკეთ გასაცნობად.

GSAC-ის პროგრამები ორიენტირებულია ახალი თაობის ლიდერების განვითარებაზე, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებულ მწვავე გამოწვევებზე ინოვაციური პასუხების მოძიება შეეძლებათ.

სამეთვალყურეო საბჭო

მმართველობა

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)