საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” 2023-2024 წლის სასწავლო კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. ცერემონიაში მონაწილეობდნენ თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუტოკი, პროგრამის ლექტორები და კურსდამთავრებულები.
ვულოცავთ მონაწილეებს კურსის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებებს!