საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ჯისაკის ხელმძღვანელობასა და თურქეთის სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შორის.
ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე. ასევე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.