GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიდგომის შედეგად შეიქმნება სახელმწიფოს და საზოგადოების სხვადასხვა ფენების (უსაფრთხოების თემი, ჟურნალისტები, ექსპერტები, მკვლევარები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები) მიერ გააზრებული, კონსოლიდირებული და შეთანხმებული ხედვა.

აღნიშნული პროცესი საშუალებას მოგვცემს:

• შეიქმნას ნათელი და გაცხადებული ცნება – თუ რა არის ეროვნული უსაფრთხოება ქართველი ერისთვის, რა მიზნებს და ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს ის, და როგორ უნდა ხდებოდეს მისი აღმშენებლობა;

• მოხდეს საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხედვის მათთვის გაცნობა და მათი რეკომენდაციების მიღება და გათვალისწინება;

• შეიქმნას უსაფრთხოების დოკუმენტი, სადაც გაცხადებული იქნება ქართველი ერის ეროვნული უსაფრთხოების მიზნები და ამოცანები და ასევე სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული იქნება პირველი სტრატეგიული პროცესი, რომელიც არამხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, არამედ ეროვნულ კონსენსუსზე დაფუძნდება. ეს ხედვა იქნება ერთიანი, ნათელი და გასაგები არა მხოლოდ ამ თემაზე მომუშავე ადამიანებისთვის არამედ თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის.

პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფართო მასშტაბიანი ღონისძიების ჩატარება

– პრეზიდენტის ეგიდითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინიცირებით, აპარატისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში განახორციელებენ ვიზიტებს;
– ისინი შეხვდებიან ადგილობრივ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, უსაფრთხოების თემს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა ლიდერებს;
– ღონისძიებაზე განსახილველი თემები იქნება საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და ამოცანები, საფრთხეები და გამოწვევები. შეხვედრები ჩატარდება დისკუსიის ფორმატში რათა აუდიტორიას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.

II ეტაპი: კონფერენციის გამართვა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის

– ქვეყნის შიდა ხედვა ჩამოყალიბების შემდეგ, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა მოხდება საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად;
– პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ქართულ მხარეს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, თუ როგორ წარიმართა ზემოაღნიშნული პროცესი მათ ქვეყნებში;
– დისკუსიების შეჯამება აისახება რეკომენდაციების დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მოხდება პირველადი დოკუმენტის მიდგომების სტრუქტურული და აზრობრივი მოდიფიკაცია.

III ეტაპი: ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის შექმნა:

– საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და უსაფრთხოების თემის წარმომადგენლები, შეიმუშავებენ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის პირველ ვარიანტს;
– ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნულ დოკუმენტს ფართო საზოგადოებას წარუდგენს;
– დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება საქართველოს მთავრობასთან.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)