3D აკადემია ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები ვრცლად

NEWS

  • ანჟეი კლიმჩუკის ლექცია ნატოზე

    31 ივლისი 2018

    18 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს (GSAC) ესტუმრა პოლონელი დიპლომატი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი პოლიტიკური ოფიცერი, ანჟეი კლიმჩუკი. მან ისაუბრა ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და გამოწვევებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • ნიკა გვარამიას ლექცია GSAC-ში

    13 ივლისი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში უმასპინძა, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.მან ისაუბრა ქართულ მედიაში არსებულ სიტუაციაზე,ხელისუფლებასთან და სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან დამოკიდებულებაზე, ასევე უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
  • გიორგი თარგამაძის ლექცია პოლიტიკურ იდეოლოგიებზე

    13 ივლისი 2018

    "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში პირველი სალექციო მოდული გახსნა გიორგი თარგამაძემ თემით პოლიტიკური იდეოლოგიები. ლექციის განმავლობაში მან ისაუბრა იდეოლოგიის მცნებაზე, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე 21-ე საუკუნეში და სხვა.ლექცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" 2018-2019 წ. პროგრამის გახსნა

    11 ივლისი 2018

    2018 წლის 6 ივლისს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა "ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის.
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“.

    22 მაისი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“.პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის. სასწავლო კურსებს წარუძღვებიან ცნობილი და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, პროფესორები და ექსპერტები.
  • "ეროვნული უსაფრთოებისა და მედია კომუნიკაციების" კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

    19 მაისი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC), „ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ 2017-2018 წლის სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
  • გელა ჩარკვიანის ლექცია GSAC-ში

    27 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) გაიმართა შეხვედრა გელა ჩარკვიანთან (ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ავტორი წიგნისა "ნაცნობ ქიმერთა ფერხული").
  • ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრა GSAC-ში

    25 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) გაიმართა შეხვედრა ჯასტინ მაკკენზი სმიტთან (დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში). მან "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე. მსმენელებს ასევე აინტერესებდათ ლონდონსა და მოსკოვს შორის გამწვავებული კრიზისი და მისი განვითარების ვერსიები. ბრიტანეთის ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე და მისი მთავრობის პოზიციაზე ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
  • ლევან ბერძენიშვილის ლექცია GSAC-ში

    20 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) შეხვედრა გამართა ლევან ბერძენიშვილმა. მან "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში წაიკითხა ლექცია რიტორიკასა და კამათის ხელოვნებაზე. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • გიორგი ქადაგიძეს ლექცია GSAC-ში

    19 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს (GSAC) ესტუმრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე. მან "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში წაიკითხა ლექცია "საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე". ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • ზურაბ აბაშიძის ლექცია GSAC-ში

    13 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში შეხვედრა გამართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ. მან, "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში, წაიკითხა ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიძნელეები საგარეო კოტნექსტში. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • გია ჯანდიერის ლექცია GSAC-ში

    11 აპრილი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს ესტუმრა "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, გია ჯანდიერი. მან, "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" პროგრამის ფარგლებში, წაიკითხა ლექცია ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების ეკონომიკაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • გრიგოლ ვაშაძის ლექცია GSAC-ში

    30 მარტი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. მან, "ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების" ფარგლებში, წაიკითხა ლექცია საგარეო პოლიტიკის ფორმირების საბაზისო წინაპირობებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • ნიკა რურუას ლექცია

    23 მარტი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა ნიკა რურუას (ექსპერტი უსაფრთხოების კვლევებში) ლექციას. მან ისაუბრა კრიტიკულ აზროვნებაზე. ლექცია გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
  • გიგა ბოკერიას ლექცია GSAC-ში

    21 მარტი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა გიგა ბოკერიას ("ევროპული საქართველოს" საგარეო ურთიერთობათა მდივანი) ლექციას. მან ისაუბრა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევებზე და იმ ხედვაზე, რომელიც გააჩნია ამ მიმართულებით, როგორც უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს.
  • ფათმა ჯერენ იაზგანესთან შეხვედრა GSAC-ში

    16 მარტი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა ფათმა ჯერენ იაზგანს. (თურქეთის ელჩი საქართველოში). შეხვედრაზე მან ისაუბრა თურქეთში მიმდინარე, აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე და ასევე თურქეთის მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციაზე, სახელწოდებით "ზეთისხილის რტო". პასუხი გაეცა აუდიტორიის კითხვებსაც.
  • იოს დოუმას (ნიდერლანდების ელჩი საქართველოში) ლექცია GSAC-ში

    15 მარტი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში ბატონ იოს დოუმას. მან ისაუბრა ჰოლანდიის როლზე ევროკავშირის პოლიტიკაში და საქართველოსთან ურთიერთობების პრიორიტეტებზე. ლექცია იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში და პასუხი გაეცა დაკავშირებულ თემასთან აუდიენციის კითხვებს.
  • ნოდარ ხარშილაძეს ლექცია ეროვნულ უსაფრთხოებაზე

    28 თებერვალი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში, ნოდარ ხარშილაძემ (GSAC-ის დამფუძნებელი) წაიკითხა ლექცია ეროვნულ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
  • შეხვედრა ბაქსვუდის სტუდენტებთან ბრიტანეთიდან

    26 თებერვალი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს დიდი ბრიტანეთიდან.
  • გია ჯაფარიძეს ლექცია - ბალკანეთის კრიზისი

    20 თებერვალი 2018

    საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში, ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში, გია ჯაფარიძემ ((საქართველოს ყოფილი ელჩი პორტუგალიაში და კვიპროსში) წაიკითხა ლექცია ბალკანეთის კრიზისზე და მის კავშირზე საქართველოსთან. გია ჯაფარიძე შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა მაკედონიის სახელთან დაკავშირებულ პრობლემები, მაკედონიის ისტორია და მისი დღევანდელი გამოწვევები.
  • თორნიკე შარაშენიძეს ლექცია - დაზვერვა

    16 თებერვალი 2018

    ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა ლექცია, რომელიც წაიკითხა, თორნიკე შარაშენიძემ, GSAC-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორმა.
  • გიორგი რუხაძე - ლექცია ევროპულ პოლიტიკაზე

    02 თებერვალი 2018

    GSAC-ში ლექცია ჩაატარა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ. სასაუბრო თემა იყო ევროპული პოლიტიკა, ევროპარლამენტი (მისი შემადგენელი ფრაქციები, არჩევის წესი და ა.შ). ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  
  • "ქალთა ლიდერობის" ლექცია GSAC-ში

    26 იანვარი 2018

    "ქალთა ლიდერობის" პროგრამის ფარგლებში GSAC-ში დაიწყო ლექცია-სემინარების ციკლი, რომელიც გახსნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი თარგამაძემ.
  • The first lecture of 2018 - Giorgi Targamadze

    25 იანვარი 2018

    Georgian Strategic Analysis Center renewed lectures of the program "National Security and Media Communications".
  • 2018 წლის პირველი ლექცია - გიორგი თარგამაძე

    25 იანვარი 2018

    საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა განაახლა ლექციები პროგრამაში "ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები".2018 წლის პირველი ლექცია წაიკითხა გიორგი თარგამაძემ და ისაუბრა საზოგადოებრივი განწყობების ცვალებადობის დინამიკაზე და მათ სავარაუდო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.  
  • თურქეთის ახალი ელჩის ვიზიტი

    16 იანვარი 2018

    საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში თურქეთის ახალი ელჩი გვეწვია. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების და განათლებითი პროგრამების შესახებ. 
  • ალექსი პეტრიაშვილის ლექცია ევროკავშირზე

    25 დეკემბერი 2017

    ალექსი პეტრიაშვილმა (გაეროს განვითარების პროგრამა, ეროვნული კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობებში) ლექცია წაიკითხა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.  
  • Strategic Discussions / სტრატეგიული დისკუსიები

    12 დეკემბერი 2017

    Debates have been hold on Strategic Discussions in Tbilisi (Presidential Palace) and Gori (Defense Academy).  It was co-organized by Georgian Strategic Analysis Center. Session about National Security Strategies for defense against Hybrid Foreign Influence was co-hosted by GSAC and GMF (German Marshall Fund). One of the moderators was Nodar Kharshiladze.  [Read More for Georgian]
  • თეონა აქუბარდიას ლექცია - დემოკრატია და კონტროლი

    07 დეკემბერი 2017

    30 ნოემბერს, თეონა აქუბარდიამ (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე) წაიკითხა ლექცია "დემოკრატიასა და კონტროლზე".  ლექცია ჩატარდა ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში.
  • ომარ ბეგოიძეს ლექცია "ნატოზე"

    24 ნოემბერი 2017

    საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში, 21 ნოემბერს, ომარ ბეგოიძემ ("დელტას" მრჩეველი) ლექცია წაიკითხა "ნატოზე" და ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორია დაარსებიდან ცივ ომამდე, "ნატოსა" და საქართველოს ურთიერთობები და "ნატოს" წინაშე არსებული გამოწვევები.
  • შეხვედრა ქალბატონ როზარია პუგლისთან

    21 ნოემბერი 2017

    2017 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქალბატონ როზარია პუგლისთან, რომელიც არის საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე. 
  • "თურქეთი და საქართველოს მეგობრობის 25 წელიწადი" ჟურნალის პრეზენტაცია

    14 ნოემბერი 2017

    2017 წლის 13 ნოემბერს, ჟურნალი სახელწოდებით „თურქეთი და საქართველო მეგობრობის 25 წელიწადი“ თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან („ტიკა“) პარტნიორობით მომზადდა. საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დამსწრე აუდიტორიას ჟურნალი წარუდგინეს.
  • GSAC-მა უმასპინძლა თინა ხიდაშელის ლექციას

    03 ნოემბერი 2017

    ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა თინა ხიდაშელს, "სამოქალაქო იდეის" თავჯდომარეს და ყოფილ თავდაცვის მინისტსრს. ლექციას ინტერაქტიული სახე ჰქონდა და იგი ეხებოდა კონსტიტუციასა და უსაფრთხოებას.
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა ბატონ დუაით ნისთრომს

    02 ნოემბერი 2017

    პირველ ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა ბატონ დუაით ნისთრომს, ამერიკის საელჩოს პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსს. ლექციის თემატიკა იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ლექცია ინტერაქტიული სახის იყო და მას წარუძღვა გიორგი თარგამაძე.  
  • ლექცია საარჩევნო შედეგების პროგნოზირებაზე

    20 ოქტომბერი 2017

    ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა მისი დამფუძნებლის, გიორგი თარგამაძის, ლექციას. 
  • ლექცია გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე

    19 ოქტომბერი 2017

    17 ოქტომებრს ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექცია, რომელიც წაიკითხა გიორგი რუხაძემ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამუძნებელმა და ევროპული კვლევების დირექტორმა.
  • შეხვედრა თურქეთის ელჩთან

    22 სექტემბერი 2017

    21 სექტემბერს  საქართველოს  სტრატეგიული ანალიზის  ცენტრს თურქეთის  ელჩი  საქართველოში,  ბატონი  ზეკი  ლევენტ  გუმრუქჩუ ესტუმრა. 
  • პროგრამა "ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები"

    13 სექტემბერი 2017

    2017 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრში განახლდა პროგრამა „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“. 
  • შეხვედრა რუსეთის კვლევის შვედურ ცენტრთან

    08 სექტემბერი 2017

    2017 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამაარსებლები შეხვდნენ რუსეთის კვლევის შვედური ცენტრის წარმომადგენლებს. განხილვის საგანი ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო. რუსეთის კვლევის შვედური ცენტრის დირექტორმა ახსნა, თუ როგორ აწარმოებს შვედეთი დიპლომატიას რუსეთთან და როგორ შეუძლია საქართველოს ამ იდეების გადაღება იმისათვის, რომ გააუმჯობესოს ურთიერთობები თავის ჩრდილოეთ მეზობელთან.
  • დისკუსია ლუის ნავაროსთან: "ტრამპის ამერიკა"

    01 სექტემბერი 2017

    2017 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა ამერიკელ პოლიტოლოგს, საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, ლუის ნავაროს. ნავარო არის ქართული პოლიტიკის წამყვანი უცხოელი ანალიტიკოსი, მას არამარტო მიმდინარე მოვლენების შესახებ აქვს ინფორმაცია, არამედ მას ასევე ესმის ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები.
  • ლექცია: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

    20 ივნისი 2017

    2017 წლის 20 ივლისს “ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა შოთა ღვინერიას, საგანგებო დავალებათა ელჩს.მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:
  • შეხვედრა პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“ ახალ ნაკადთან

    06 ივნისი 2017

    2017 წლის 6 ივნისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პროგრამის “ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“ ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და  ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის.
  • საჯარო ლექცია: „ობამადან ტრამპამდე: ფუნდამენტალური ცვლილება თუ ფუნქციური გაგრძელება?“

    28 აპრილი 2017

    2017 წლის 28 აპრილს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია“ „ობამადან ტრამპამდე: ფუნდამენტალური ცვლილება თუ ფუნქციური გაგრძელება?“. ლექცია წაიკითხა პოლონეთის კარდინალ სტეფან ვისზანსკის უნივერსიტეტის, პროფესორმა ზბიგნევ ლევიცკიმ.
  • მრგვალი მაგიდა/დისკუსია „საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება“

    13 აპრილი 2017

    მრგვალი მაგიდა/დისკუსია „საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება“
  • შეხვედრა/დისკუსია თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის მრგვალი მაგიდა „რეგიონალური უსაფრთხოება“

    03 აპრილი 2017

    2017 წლის 3 აპრილს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ უმით იარდიმს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შუა აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს ბატონ გოხან თურანს და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენტ გუმრუქჩუს.
  • On 28th April 2017

    28 აპრილი 2017

    On 28th April 2017, at 16:00 Georgian Strategic Analysis Center will host public lecture „Obama to Trump: Fundamental Revolution or Functional Continuity?” by Zbigniew Lewicki PhD Hab., Associate professor at Cardinal Stefan Wyszyński University in Warsaw.
  • საჯარო ლექცია „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები“

    24 თებერვალი 2017

    2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებთან და ახალგაზრდა მკვლევარებთან.

Live