GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

კრიზისებისა და რეაგირების სწავლება-სიმულაცია

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი(GSAC) საქართველის უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს “კრიზისებისა და რეაგირების სწავლება-სიმულაცია.”

სწავლება-სიმულაცია ითვალისწინებს სხვადასხვა საფრთხისა და რისკების გათვალისწინებით ეროვნული მზაობისა და მედეგობის ხარისხის შემოწმებას კონკრეტული კრიზისული სცენარის გათამაშებით და რელევანტური ორგანიზაციებისა და უწყებების (საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით) რეაგირების ისევე, როგორც არსებული სამართლებრივ, პროცედურული მექანიზმების ეფექტურობის გაანალიზებით.

პროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო და საბაკალავრო დამამთავრებელ დონეზე მყოფი სტუდენტების,ხოლო მეორეს მხრივ კრიზისებზე რეაგირების თვალსაზრისით რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ერთობლივ ჩართულობას და მონაწილეობას.

სწავლება-სიმულაცია ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფოს ცენტრალურ, თუ ლოკალურ დონეზე მედეგობის კონკრეტულ კონტექსტში გაანალიზებას, არამედ ასევე ითვალისწინებს ინტენსიური სასწავლო ფაზის გავლასაც, რომლის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში (დღეში 2 საათი, სულ 40 საათი) მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას და გაიღრმავებენ კომპეტენციას კრიზისებზე რეაგირების მთელ რიგ მნიშნელოვან თემატურ საკითხებზე.

პროექტის ბოლო ფაზა მოიცავს 2 დღის განმავლობაში კონკრეტული კრიზისული სცენარის გათამაშებას, ხოლო მესამე დღეს მიღებული შედეგების და სწავლება-სიმულაციის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების და იდენტიფიცირებული ნაკლოვანებების კომპლექსურ გაანალიზებას.

პროექტის ფარგლებში, მოხდება მონაწილეთა ყოვლისმომცველი შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და მათი რიგებიდან საუკეთესოთა დადგენა, რომლებიც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა საჩუქრებით (მათ შორის ერთკვირიანი გამგზავრებით ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ინსტიტუტების გასაცნობად)📝 სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე http://ugsp.ug.edu.ge/abstract

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)