საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ცენტრი არმიისათვის, რეფორმებისა და განიარაღებისათვის, მისი სამხრეთ კავკასიის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა უსაფრთხოების კონფერენცია სახელწოდებით : „ შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“.უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა:
– უკანასკნელ პერიოდში შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენები;
– ჰიბრიდული ომი და არა სახელმწიფო აქტორები;
– შესაძლებლობები : სამმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის;
უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკიდან აკადემიური წრის წარმომადგენლები, უკრაინელი ექსპერტები და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, რადას წარმომადგენელი, ასევე საქართველოში რუმინეთისა და ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები და ქართული არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




