GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

გიორგი კობერიძე

ვახტანგ კაპანაძე

გენერალმაიორი (გად.) ვახტანგ კაპანაძე საქართველოს სტარტეგიული ანალიზის ცენტრში თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელია.   

მან 1983 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, რომლის შემდეგადაც გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში, რა პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობდა კარსტოლოგია-სპელეოლოგიურ ექსპედიციებში საქართველოს, საფრანგეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის მიწისქვეშა მღვიმეებში, არის პრომეთეს მღვიმის პირველაღმომჩენთა შორის, საქართველოში მიწისქვეშა წყლიანი დერეფნების კვლევის პიონერი.  1990-1991 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რის შემდეგაც დაინიშნა ავღანეთის ომის ვეტერანთა ბატალიონისა და სპეციალური დაზვერვის ბატალიონის შტაბის უფროსად (1991-1992).  1993-1999 წლებში იყო მთავარი დაზვერვის დეპარტამენტის საბრძოლო დაზვერვის ხელმძღვანელი. სხვა თანამდებობებს შორისაა მე-11 მოტორიზებული ბრიგადის მეთაური, გენერალური შტაბის J-2 დეპარტამენტის უფროსი, სწრაფი რეაგირების ძალების სარდალი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (2004-2005), საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი (2005 . -2006).  ვახტანგ კაპანაძე 2007 წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად პოლონეთში, თანამდებობაზე იგი 2008 წლამდე იყო, სანამ რუსეთსაქართველოს ომი დაიწყო. 2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2013-2016 წლებში გენერალ-მაიორი კაპანაძე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად/თავდაცვის უფროსად. ის 2017 წელს დაინიშნა საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად ნატოსა და ევროკავშირში, თანამდებობაზე იმყოფებოდა 2020 წლამდე. ამჟამად ვახტანგ კაპანაძე არის სამხედრო მოწინავე ტექნოლოგიების კვლევის, განვითარებისა და წარმოების ცენტრის FDI – DELTA- გენერალური დირექტორის მოადგილე, ანალიტიკურ ცენტს
ჯისაკის მკვლევარი,
თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის უფროსი ანალიტიკური ცენტრ ჯეოქეისში, თბილისის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

ვახტანგ კაპანაძე არის გერმანიის ჯორჯ C. მარშალის ცენტრის სტრატეგიული კვლევებისა და თავდაცვის ეკონომიკის კოლეჯის კურსდამთავრებული (წარჩინებით), დამთავრებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული აკადემიის ოპერატიულტაქტიკურ ფაკულტეტ (ოქროს მედალი) (1998-1999), ასევე აშშ არმიის ომის კოლეჯი (2002-2003).

2014 წელს მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი თავდაცვის სფეროში.  არის აშშ ომის კოლეჯის საპატიო დარბაზის წევრი, უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის საპატიო დოქტორი.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)