საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის განცხადება
რუსეთის მიერ დღეს დილას უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო იერიში არის კიდევ ერთი თავდასხმა თავისუფალ სამყაროზე. მისი ქმედებები უკრაინასა და საქართველოში მეტყველებს რუსეთის მოტივებზე – აღადგინოს “ბოროტების იმპერია”. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის აგრესორი და ოკუპანტია. დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ,…
მრგვალი მაგიდა “კრიზისი ყაზახეთში: გაკვეთილები და გამოწვევები”
13 იანვარს GSAC-მა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას „კრიზისი ყაზახეთში: გაკვეთილები და გამოწვევები“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. შეხვედრას მოდერირებდა GSAC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. მონაწილეებმა იმსჯელეს კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, მის მიმდინარეობასა და დაძლევის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ კრიზისი მოახდენს გავლენას საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე როგორც ცენტრალური აზიის რეგიონში, ასევე მთლიანად…
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრსა და კახეთის რეგიონული განვითარების ფოდს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც განვახორციელებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.
ყარაჯალაში “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეიზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ” პროექტის დახურვის ცერემონია შედგა
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ პროექტის ფარგლებში ყარაჯალაში დასრულდა 5-დღიანი ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები თეონა აქუბარდია და ვახტანგ მაისაია უძღვებოდნენ.5-დღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთვნენ და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.პროექტი ხორციელდება პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.