ლაშა ბრეგვაძე პროფესიით საერთაშორისო სამართალმცოდნე და საბაჟო საქმის ეკონომისტია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ მიმართულებას. 2004-2005 წლებში იგი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მოღვაწეობდა. 2005-2006 წლებში მას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს ძებნის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა, 2006-2007 წელს კი იგი იუსტიციის სამინისტროს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტში მოღვაწეობდა.2007-2010 წლებში იგი თავდაცვის სამინისტრო გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2010-2012 წლებში იგი პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოღვაწეობდა, 2013-2016 წლებში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. 2017-2018 წლებში იგი მოღვაწეობდა შპს ,, გეფა’’ სააფთიაქო ქსელის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე.