ჯული გიორგაძე არის პოლიტიკური და საარჩევნო კომუნიკაციის პროფესიონალი, რომლის განათლებაც მჭიდროდაა დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული პლატფორმების გამოყენებასთან. ჯული GSAC-ში იკავებს კეთილსინდისიერების მრჩევლის პოზიციას.
ჯული გიორგაძე ყოფილი დიპლომატია, რომელსაც უმუშავია მთავრობაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებაში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური პარტიების კომუნიკაცია, საარჩევნო ციკლის კომუნიკაცია, კამპანიები და ემოციური ინტელექტი პოლიტიკურ სცენაზე. გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, ჯული გიორგაძე 15 წელიწადზე მეტია, რაც აკადემიური წრის წევრია თბილისის არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში.