GSAC

Front PageFront Page

გაეცანით ვლადისლავ რაჩკევიჩის მედია ტრენინგის მონაწილის, ანა ჩალაშვილის სტატიას თემაზე-ნატო და საქართველო. საქართველოს გატარებული რეფორმები და გადადგმული ნაბიჯები ნატოსკენ მიმავალ გზაზე

საქართველო თავის განვითარების გზაზე ყოფნისას ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებას ისახავს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ემყარება და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში. სანამ უშუალოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გადავალთ საინტერესოა განვიხილით ის ეტაპები, რომლებსაც გადის ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებამდე. პირველი -პარტნიორობა, მეორე – ასპირანტობა (ქვეყანა, რომელსაც სურვილი აქვს გაწევრიანდეს ალიანსში), მესამე – მოკავშირე (ქვეყანა, რომელსაც თავად ნატო განიხილავს კანდიდატად). ამჟამად საქართველო მეორე, ანუ ასპირანტობის ეტაპზე იმყოფება.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და პროდასავლური კურსი აიღო. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოება და განვითარება მუდამ საფრთხის ქვეშ იდგა და ამ მხრივ ქვეყნის გაძლიერებისთვის გზების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დავიწყეთ. სწორედ ერთი წლის შემდეგ საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC). 1997 წლიდან ის შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი, რომელშიც დღემდე აქტიურადაა ჩვენი ქვეყანა ჩართული.უკვე 1996 წლიდან, საქართველო შეუერთდა  „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP – Parntnership for Peace) პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის იმართება სხვადასხვა სამხედრო წვრთნები და სასწავლო ღონისძიებები.

საქართველოს ნატოში უშუალო ინტეგრაციის პროცესი იწყება 2002 წლიდან, როდესაც ქვეყანამ ოფიციალური განცხადება გააკეთა ალიანსში გაწევრიანების შესახებ. 2004 წლიდან საქართველო ხდება პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა. დოკუმენტი ითვალისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. 2006 წლიდან მოლაპარაკებების დაწყების შედეგად  პარტნიორობიდან ოფიციალურად გადავედით ასპირანტის ფორმატზე.

2008 წლიდან კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანამ თანამშრომლობა და ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“.

2014 წელს კი მიიღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  პაკეტის (SNGP-Substantial NATO-Georgia Package) შემუშავების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის.

ჩვენი ქვეყნის მიერ გადაგმული თითოეული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, როგორც ამჟამინდელი ასევე, სამომავლო გეგმებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამჟამად ასპირანტ ქვეყნად ითვლება, ის ჯერ კიდევ არაა ნატოს მიერ წარდგენილი ოფიციალური კანდიდატი. ამისთვის საჭიროა საქართველომ მოაგვაროს გარკვეული პრობლემები დადააკმაყოფილოს ნატოს კრიტერიუმები და პირობები. აუცილებელია ქვეყანა აკმაყოფილებდეს ნატოს შემდეგ ორ ძირითად პირობას- დემოკრატია და თავდაცვა. სამწუხაროდ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიულ განვითარებასთან პრობლემები. ისევე, როგორც თავდაცვასთან და სამხედრო უსაფრთხოებასთან. ამის შემდეგ ალიანსის მხრიდან დაინტერესებაც შედარებით გაიზრდება, რამაც დროთა განმავლობაში იკლო. ამაზე გავლენა იქონია გეოპოლიტიკამაც, რომელიცსაუკუნის დასაწყისში უფრო მეტ ინტერესს აღძრავდა ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს ბევრი სირთულის და პრობლემის გადალახვა, თითოეულ დეტალზე მუშაობა და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მესამე საფეხურთან მისაღწევად.

თავადჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოში გატარებული დამხმარე სამხედრო თუ სხვა ღონისძიებები იმას მოწმობს, რომ ქვეყნის სურვილი შეუერთდეს მას უყურადღებოდ არ რჩება უბრალოდ, საჭიროა პრაქტიკული თანამშრომლობა და შემდეგ სწორი დროის შერჩევა, რადგან როდესაც გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მომენტი დადგება ქვეყანა სრულად იყოს მზად ამისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *