28 იანვარს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, პოლონეთის საელჩოსა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: “პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომერეობის პრიორიტეტები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის.”
ღონისძიებაზე განხილული იქნა პოლონეთის როლი ევროკავშირში, მისი პრიორიტეტები 2025 წლის თავმჯდომარეობის პერიოდში და მათი გავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ასევე, განსაკუთებული ყურადღება დაეთმო პოლონეთის გზას ევროკავშირის წევრობისკენ და იმ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება საქართველომ გამოიყენოს ევროინტეგრაციის პროცესში.
კონფერენციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.