GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

გაეცანით, ვლადისლავ რაჩკევიჩის მედია ტრენინგის მონაწილის, სალომე წერეთლის სტატიას თემაზე- ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო თანამშრომლობაზე

„აქ ჩვენ საბრძოლველად ვართ. ჩვენმა მეზობელმა ძალზე დიდი ხნის განმავლობაში პირველად გამოაჩინა თავისი სახე, რომელსაც ჩვენ რამდენიმე ასწლეულია ვიცნობთ. ჩვენი მეზობელი ფიქრობს, რომ მეზობელი ხალხები უნდა ემორჩილებოდნენ. პასუხად ჩვენ ვამბობთ – არა! რადგან ვიცით, რომ დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა იქნება, ზეგ -ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი ჩემი ქვეყნის – პოლონეთის ჯერი დადგება!“ –ლეხ კაჩინსკი, 2008წ.

საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობა შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ იშვიათ შემთხვევად, როდესაც პარტნიორი მზადაა საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლოს შენი თავისუფლებისთვის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოსომის დროს პოლონეთის ექსპრეზიდენტის თავგანწირვა, ქართველ ხალხთან დგომა და დახმარება, საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობა აქტიურ ფაზაში ჯერ კიდევ 1919 წელს შევიდა, როდესაც პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1921 წლის დასაწყისში განიხილებოდა ქართულ-პოლონური სამხედრო ალიანსის შექმნა, რომლის ფარგლებში საქართველოს პოლონეთი გადასცემდა სამხედრო აღჭურვილობას და ქართველ ოფიცრები კონტრაქტის საფუძველზე პოლონეთის არმიაში იმსახურებდნენ. რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიამ გაყინა ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა და შეუძლებელი გახადა სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება. თუმცა, პოლონეთი გახდა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების თავშესაფარი. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არმიაში 1934 წლის მონაცემებით 54 ქართველი ოფიცერი და 9 გენერალი მსახურობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების კვლავ მოპოვების შემდეგ საქართველომ დიპლომატიური კავშირების აღდგენა დაიწყო. ქართულ-პოლონური ურთიერთობა 1992 წლიდან განახლდა. პოლონეთი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში. პოლონეთი არის NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო სახელმწიფო.

პოლონეთი NATO-ს დღის წესრიგში საქართველოს თემას აქტიურად აჟღერებს და რუსეთის ოკუპაციას მუდმივად ხაზს უსვამს.90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პოლონეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოც გადის პოლონეთის გზას, მხოლოდ ერთი განსხვავებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვს. თუმცა ეს გარემოება არ არის ხელისშემშლელი ნატოში გაწევრიანებისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის რუსეთისგან მომავალი საფრთხის თავიდან არიდების ერთადერთი გზა ევროატლანტიკურ ალიანსში ყოფნაა. პოლონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ემხრობა ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებას.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)
Solve Battery Drain Water Damage When Locating Your Cell Phone By Gps Tracking
Toenail Fungus Clearing Up What To Expect How To Help
the-comprehensive-guide-to-organixx-cbd-gummies-for-health-enthusiasts
Puffydeliverycom Vvs Cbd Gummies Puffy Delivery
Earth Med Cbd Gummies Reviews Ingredients Benefits Reduce Stress Joint Pain
end-sleepless-nights-with-these-gummies-fok
8 Best Fruits For Weight Loss Weight Loss Foods
lizzo-honest-weight-loss-journey-what-she-eats-daily-to-stay-healthy-breakingnews-trending-news
30 Best Ketofriendly Chain Restaurants
keto-fast-supplement-shark-tank-is-it-worth-it-must-see
Postmeal Blood Sugar Spikes May Raise Risk Of Alzheimers Disease
How To Stop Sugar Cravings Tips To Help You Resist
How Do You Know If You Have High Blood Pressure
Q4 Does Crazybulk Also Offer Female Bodybuilding Supplements
Diverse Typer Af Cbd Gummies
Dr Oz Gummy For Diabetes A Comprehensive Guide To Managing Diabetes With Cbd Gummies Cvljq
Androx 400 Testosterone Blend 400mg Ml X 10x 1ml Amps Thaiger Pharma