GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

შეხვედრა პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“ ახალ ნაკადთან

2017 წლის 6 ივნისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პროგრამის “ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“ ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და  ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის.

პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კურსის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებებით: სტრატეგია და ეროვნული უსაფრთხოება; დიპლომატიის ხელოვნება; საჯარო პოლიტიკის ანალიზი; რეგიონული პოლიტიკა; ომები და კონფლიქტების ანალიზი; პოლიტიკური ისტორია და იდეოლოგია; ინფორმაციული ომები და ინფორმაციული უსაფრთხოება; „ახალი მედია“ და თანამედროვე ჟურნალისტიკაში არსებული ტენდენციები და სხვ.
პროგრამის აუდიტორია მოიცავს ფართო სპექტრს. სასწავლო კურსის მონაწილეები სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ თურქეთის კოორდინაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)