GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

GEO

ტრენინგი თემაზე ნატოს ისტორია,მისია და ღირებულებები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ პროექტის ფარგლებში ყარაჯალაში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და GSAC-ის აფილირებული ექსპერტი თეონა აქუბარდია. ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა განიხილა შემდეგი თემები:ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები; ნატო-საქართველოს ურთიერთობები.პროექტი ხორციელდება პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო…
Read More

“მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ” პროექტის გახსნა ყარაჯალაში

18 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით ყარაჯალაში შედგა პროგრამის „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციის და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ გახსნა.პროგრამა განკუთვნილია პანკისსა და ყარაჯალაში მცხოვრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისა დაახალგაზრდებისთვის. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პანკისსა და ყარაჯალაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას,რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებს…
Read More

ვანო მაჭავანის ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე

“ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროექტის ფარგლებში დაიწყო ახალი მოდული “საქართველოს საგარეო პოლიტიკა”, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ვანო მაჭავარიანი უძღვება.
Read More

კრიზისებისა და რეაგირების სწავლება სიმულაციის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა

6-7 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის (UGSP) ერთობლივი პროექტის – “კრიზისებისა და რეაგირების სწავლება-სიმულაცია 2021“-ის მონაწილეთა ერთთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპის პირველი 4 ლექცია-ტრენინგი გაიმართა. ტრენინგებს გაუძღვნენ: დიმიტრი ნადირაძე- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკსა და განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე; თემებით: “ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა…
Read More

შეხვედრა პოლიტიკურ პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელთან

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ექსპერტებსა და პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელს, კახა ქემოკლიძეს შორის გაიმართა შეხვედრა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.
Read More

შეხვედრა ლეობორისტული პარტიის წარმომადგენლებთან

25 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ექსპერტებსა და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.
Read More

შეხვედრა რუსთავში პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან

23 და 24 ოქტომბერს “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რუსთავში საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ექსპერტები, ზურაბ აგლაძე და ლაშა ძებისაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრის განმავლობაში ექსპერტებმა ისაუბრეს პოლიტიკური კომპრომისის, დიალოგის, მოლაპარაკების კულტურასა და სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე.შეხვედრის ბოლოს მონაწილეები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთვნენ.პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის…
Read More

შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორთან

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კორდინატორს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობის შესახებ, როგორ გაგრძელდა პანდემიის პირობებში პროექტის აქტიური ფაზა და რა სიახლეები დაინერგა, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა.
Read More

შეხვედრა პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელთან

18 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ექსპერტებსა და პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელ გრიგოლ გეგელიას შორის გაიმართა შეხვედრა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.პროექტის ფარგლებში იგეგმება პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრების…
Read More

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)