GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

GSAC-ი აცხადებს მიღებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროგრამაზე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“. პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, კერძო სტრუქტურების თანამშრომლებისთვის, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის.

სასწავლო კურსებს წარუძღვებიან ცნობილი და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, პროფესორები და ექსპერტები.

სასწავლო კურსი არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC🌐) თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით.

პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან: პირველი მოიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს საინფორმაციო და მედია ტექნოლოგიებს.

პროგრამის მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგია და უსაფრთხოება; დიპლომატიის ხელოვნება; საერთაშორისო ურთიერთობები; ევროკავშირი და ნატო; საჯარო პოლიტიკის ანალიზი; რეგიონალური პოლიტიკა; ომები და კონფლიქტების ანალიზი; უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები; პოლიტიკური ისტორია და იდეოლოგია; ინფორმაციული ომები და ინფორმაციული უსაფრთხოება; საჯარო კომუნიკაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები; მედიისა და პრესის ფუნქცია, როლი და პასუხისმგებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში; საკვანძო ინსტიტუციები, ინფორმაციის მოპოვების მექანიზმები და წყაროები; „ახალი მედია“ და თანამედროვე ჟურნალისტიკაში არსებული ტენდენციები;

პროგრამა დაიწყება 2021 წლის მაისიდან.

აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი.

„ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების პროგრამაში“ მიღება ორი ეტაპისგან შედგება.

პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე, ხოლო მეორე საფეხურზე არჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას პროგრამის მენტორებთან.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ,19:00 დან 21:00 -მდე.პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 10 აპრილამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე: info@gsac.ge

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)