GSAC

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) გაიმართა შეხვედრა ჯასტინ მაკკენზი სმიტთან (დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში).
მან “ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების” პროგრამის ფარგლებში ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე. მსმენელებს ასევე აინტერესებდათ ლონდონსა და მოსკოვს შორის გამწვავებული კრიზისი და მისი განვითარების ვერსიები. ბრიტანეთის ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე და მისი მთავრობის პოზიციაზე ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *