GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ქალების როლის გაზრდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით განახორციელა ერთწლიანი პროექტი “ქალების როლის გაზრდა ეროვნულ უსაფრთხოებაში”. პროექტი მიზნად ისახავდა ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის და წარმომადგენლობის გაზრდას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ დონეზე, სპეციალურად შექმნილი ტრეინინგებისა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების გზით. კურსის მანძილზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციურ და სამართლებრივ მოწყობაზე; უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროცესზე, დემოკრატიული და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმებზე და პრაქტიკაზე; სტრატეგიული ლიდერობისა და ქალების ჩართულობის როლზე ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. კურსის ფარგლებში საკონკურსო კომისია შეარჩია 44 საჯარო მოხელე ეროვნული უსაფრთხოების სფეროდან. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მსმენელებს ჩაუტარეს როგორც ქართველმა, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქში:ბათუმში, ქუთაისში, კახეთსა და გორში ჩატარდა ორდღიანი შეხვედრები. ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდა 15 სამოტივაციო ვიდეო.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)