GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ (GEOCASE), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“.

 

ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. პროექტის განხორციელება იძლევა შესაძლებლობას საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი. ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.

ინიციატივა წარედგინა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთრი შესაძლებლობების ფარგლებში, გამოხატეს მზაობა მის მხარდასაჭერად.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რომლის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომელიც დეკლარაციის ტექსტში აისახა.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტის გუნდი, ახორციელებს ვიზიტებს საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში, რათა შეხვდნენ
ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს, სადაც წარუდგენენ ზემოთ აღნიშნულ დეკლარაციას და გამართავენ დისკუსიას, რის შემდეგადაც დეკლარაციაზე ხელმოწერით ყველას ექნება საშუალება შეუერთდეს „ეროვნული თანხმობის დეკლარაციას“ .

დეკლარაციაზე ხელმოსაწერად ეწვიეთ ბმულს- https://gsac.ge/signature/?fbclid=IwAR2sEZNzPPvBVrr4beglYTnlkCl09p1kCB9MxxZQs7D9-GHRgta9hh-ue60

 

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)