GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

რუსულენოვანი მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) ა..შ-ის რუსეთის ფონდის (USRF) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „რუსულენოვანი მიგრანტების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ განხორციელება. პროექტის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში ქართული ენის, კულტურის და კანონმდებლობის საფუძვლების უკეთ შესწავლის გზით. შესაბამისად, პროექტი უზრუნველყოფს რუსულენოვანი მიგრანტების ფსიქოლოგიურ, ლეგალურ და საგანმანათლობლო მხარდაჭერას ერთწლიანი სასწავლო პროგრამით. პროგრამა მოიცავს ხუთ ძირითად აქტივობას, ესენია: იურიდული და ფსიქოლოგიური დახმარება, ქართული ენის კურსი, საგანმანათლებლო ტრენინგი, სემინარები, პროექტის დასასრულს კი ნეთვორქინგ შეხვედრა. პროგრამაში მონაწილეობით მიგრანტები უკეთ გაეცნობიან ქართულ კულტურას, შეძლებენ სხვებთან კავშირების დამყარებას, მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ლეგალური დახმარების მიღებას. გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის მონაწილეები უკეთ ინტეგრირდებიან ქართულ საზოგადოებაში.

იმისათვის, რომ მონაწილეებს გავაცნოთ ახალი გარემო და ხელი შევუწყოთ მათ წარმატებულ ინტეგრაციას, პროექტი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  1. პროგრამისა და სასწავლო გეგმის გაცნობა;
  2. იძულებითი ემიგრაციის დროს ადაპტაცია;
  3. საქართველოს სამართლებრივი სისტემა ;
  4. ქართული კულტურა და საზოგადოება ;
  5. ქართული ენა;
  6. საქართველოს ისტორია ;
  7. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა;
  8. თანამედროვე საქართველო;
  9. ბიზნესი საქართველოში;

აუდიტორიის გაზრდის მიზნით, კურსის განმავლობაში ყველა ლექცია და სემინარი გადაიცემა პირადირ რეჟიმში, ამასთან აიტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ YouTube არხზე, GSAC-ის ვებ-გვერდის ქვეშ. კურსის განმავლობაში შექმნილი მასალა ხელმისაწვდომი იქნება შემდგომი გამოყენებისთვისაც.

გარდა ამისა, რუსულენოვან მიგრანტებს შეეძლებათ მიიღონ უფასო დახმარება 11 თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის სოციალური მედიის გვერდებს: Telegram | Facebook| Instagram | YouTube Twitter 

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)