GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი ათათურქის ლიდერობის პროექტის ფარგლებში (GSAC) ახორციელებს სასწავლო პროგრამას „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“. პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის.

სასწავლო კურსებს წარუძღვებიან ცნობილი და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, პროფესორები და ექსპერტები.
სასწავლო კურსი არის უფასო.

კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) თურქეთის კოორდინაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით.

პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან – პირველი კომპონენტი მოიცავს ეროვნულ უსაფრთხოებასა და დიპლომატიას, ხოლო მეორე ნაწილი მედია და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. თეორიულ ნაწილთან ერთად აღნიშნული კურსი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც.

პროგრამის მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:

• სტრატეგია და უსაფრთხოება;
• დიპლომატიის ხელოვნება;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• ევროკავშირი და ნატო;
• საჯარო პოლიტიკის ანალიზი;
• რეგიონალური პოლიტიკა;
• ომები და კონფლიქტების ანალიზი;
• უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები;
• პოლიტიკური ისტორია და იდეოლოგია;
• ინფორმაციული ომები და ინფორმაციული უსაფრთხოება;
• საჯარო კომუნიკაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
• მედიისა და პრესის ფუნქცია, როლი და პასუხისმგებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
• საკვანძო ინსტიტუციები და ინფორმაციის მოპოვების მექანიზმები და წყაროები;
• „ახალი მედია“ და თანამედროვე ჟურნალისტიკაში არსებული ტენდენციები;

კურსის წარმატებით დახურვის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის სერტიფიკატს.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონში მაცხოვრებლესაც, რომლებსაც შერჩევის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ ლექციებს ონლაინ ფორმატში დაესწრონ.

პროგრამის მეთორმეტე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე: info@gsac.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები“.

პროგრამა დაიწყება 2024 წლის მაისიდან. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 აპრილი.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ,19:00-დან 21:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს ნინო ხომერიკს – 599 88 15 05.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)