საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა ორთვიანი “ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის მედიის ტრენინგის” სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო მედიის წარმომადგენლებისთვის.
პროგრამის მსმენელებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებით:
- მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები;
- საერთაშორისო ურთიერთობები და მათი შედეგები;
- საქართველო-ევროკავშირის / ნატოს პარტნიორობის სტრუქტურა და განვითარება;
- ნატოში ინტეგრაციის პოლონური მოდელი;
- ჟურნალისტიკის საუკეთესო პრაქტიკა (მათ შორის ჟურნალისტური ეთიკა, ანალიტიკური წერა, ეფექტური რეპორტაჟი და საჯარო გამოსვლა).
სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ცნობილი და გამოცდილი ქართველი და პოლონელი სპეციალისტები და ექსპერტები.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში 25 სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მოამზადეს 15 ვიდეო და 30 სტატია.