GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს, მხარდაჭერით იწყებს პროექტის – “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ” მეორე ფაზას ახალქალაქში.

პროგრამა განკუთვნილია ახალქალაქში მცხოვრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისათვის.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხ დღიანი ტრენინგი, რომლის შედეგადაც, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის შესახებ, ხოლო ლექციების დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ აღნიშნული ცოდნის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ერთ დღიანი სიმულაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერაქციული ხასიათი ექნება. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ჯისაკის ექსპერტებთან, რომელიც შეეხება ყველაზე გავრცელებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებს.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)