GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“.პროგრამა განკუთვნილია პანკისსა და ყარაჯალაშიმცხოვრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისათვის.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პანკისსა და ყარაჯალაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისწარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებს და მისცეს მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის; ასევე, პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მათი ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხ დღიანი ტრენინგი, რომლის შედეგადაც, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას დეზინფომაციისა და ჰიბრიდული ომის შესახებ, ხოლო ლექციების დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ აღნიშნული ცოდნის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ერთ დღიანი სიმულაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერაქციული ხასიათი ექნება.გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ჯისაკის ექსპერტებთან, რომელიც შეეხება ყველაზე გავრცელებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებს.

პროგრამის მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:

● ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები;

● ნატო-საქართველოს ურთიერთობები;

● დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლის მეთოდები;

● დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოში;

● ჰიბრიდული ომი;

● ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში;

● დეზინფორმაციის ამოცნობის ხელსაწყოები.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)