საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი იწყებს ახალი პროექტის “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” განხორციელებას .
აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაციის პროცესს. ხუთი თვის განმავლობაში GSAC-ი გეგმავს სტრატეგიული დისკუსიების გამართვას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, აგრეთვე შეხვედრების ჩატარებას პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში რათა პოლიტიკური კომპრომისის, დიალოგისა და მოლაპარაკებების კულტურაზე, ასევე სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის ამაღლებას.
პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.