საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC), ახორციელებს პროექტს „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში“ .
პროექტი განკუთვნილია საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის სფეროს წარმომადგენელი 22-დან 35 წლამდე ასაკის ქალებისთვის.
8 თვიანი სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობა;
- უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმები და პრაქტიკა;
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კონცეპტუალური დოკუმენტები და უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროცესი;
- საფრთხის ანალიზი და სტრატეგია;
- კრიზისების მართვა;
- ნატო, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები;
- ევროკავშირი, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზანი და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა;
- თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების გარემო, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ტიპის საფრთხეები და გამოწვევები და დასავლეთის ქვეყნებში არსებული ახალი მიდგომები ამ გამოწვევების დასაძლევად;
- სტრატეგიული ლიდერობა;
- ნეირო-ლინგვისტური სწავლება ქალთა ემოციური მედეგობის გასაძლიერებლად;
- ქალების როლი ეროვნული უსაფრთხოებაში (დასავლური მიდგომები, არსებული რეალობა და სამომავლო ხედვები);
- ეფექტური სტრატეგიული და მედია კომუნიკაცია;
- გუნდში მუშაობისა და სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
- საჯარო გამოსვლისა და წერითი უნარ-ჩვევების გაღრმავება.
პროექტის ფარგლებში, ასევე გაიმართება საჯარო ლექციები და ვორქშოპები.
რვათვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, პროგრამაში ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მოდერატორის სტატუსით რეგიონულ სამუშაო შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა.
კურსი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.
კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ჩამოტვირთე კვლევა: რას ცვლის ცოდნა გამოცდილება და პრაქტიკა ქალებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში