ბოგდან ადამ კლიხი პოლონეთის ეროვნული თავდაცვის ყოფილი მინისტრია. დღეს იგი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია. ბოგდან კლიხი სენატორის პოზიციას 2011 წლის ნოემბრიდან იკავებს. იგი იაგელონის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების განყოფილების ლექტორია. ამასთან ერთად, კლიხი კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ლექტორია 2013-2014 სასწავლო წლიდან. იგი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.