დავით კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, რომელიც 2008-2014, 2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლობებსა და საელჩოებში ჟენევაში, ბერნსა და ბუქარესტში. 2011 წელს იყო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოს საქმეთა რწმუნებული. 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი საფრთხეებისა და იარაღის კონტროლის სამმართველოს უფროსად.