ვანო მაჭავარიანი
ვანო მაჭავარიანი არის სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკური ექსპერტი, რომლის კარიერა მოიცავს საგარეო ურთიერთობებს, დიპლომატიას, ბიზნესს, აკადემიას და არაკომერციულ სექტორს. ბოლო წლებში იგი ასრულებდა მდივნის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში. მანამდე იყო აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სს – ში საპარტნიორო ფონდში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი. ვანო მაჭავარიანი ასრულებდა ელჩის მოვალეობას იაპონიაში 2007-2009 წლებში ასევე იყო სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2007 წელს.2004 წლიდან 2007 წლამდე, ბატონი მაჭავარიანი იყო კერძო სექტორში ავსტრალიური კომპანია Bolnisi Gold-ის დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე, შემდეგ კი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.1998 წლიდან 2002 წლამდე ის იყო გაეროს საქართველოს მუდმივი მისიის მრჩეველი ნიუ – იორკში.1997 და 1998 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას საგარეო ურთიერთობათა თანაშემწე. 1996 წელს იყო მოწვეული თანამშრომელი კონფლიქტების მენეჯმენტის და რეზოლუციის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ვირჯინიის ქალაქ ფერფაქსში. 1996 – 1997 წლებში მან დააარსა და მართა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”. ვანო მაჭავარიანს აქვს მაგისტრის ხარისხი
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლიდან (SAIS) ვაშინგტონში, ევროპული სწავლების სამაგისტრო დიპლომი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან(CEU) პრაღაში და ბაკალავრის დიპლომი ქართულის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან. ის ასწავლიდა საგარეო პოლიტიკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.