კოტე იოსელიანი არის საქართველოს სტარტეგიული ანალზიის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი.
ის არის საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი და აკადემიური პერსონალი, რომელიც ასწავლის დიპლომატიური თეორიისა და პრაქტიკის, გლობალიზაციის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის კურსებს. ის ამჟამად სადოქტორო ნაშრომზე საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობის კონცეფციაზე. მისი სადოქტორო დისერტაცია, სახელწოდებით “მედეგობის ფენომენი: კონცეპტუალური მნიშვნელობა და პრაქტიკული პოლიტიკა სახელმწიფო სოციალური მედეგობის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში” იკვლევს მედეგობის სირთულეებს და შედეგებს საერთაშორისო კონფლიქტის სფეროში.
კონსტანტინე იოსელლიანს აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ უსაფრთხოებაში ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში/ჟენევის უნივერსიტეტში. მას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი და ამავე დარგში მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, მან გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა საერთაშორისო კურსები.
ის საქართველოს წარმოადგენდა ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის რანგში. მანამდე იყო შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში უფროსი პოლიტიკური მრჩეველი. კონსტანტინე იოსელიანი მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროს მრჩეველად.