სოფიო გელაშვილი არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსური მენეჯერი. მან მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრში დაამთავრა შემდეგი კურსები: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო კურსი; მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო კურსი; შემოსავლების კოდექსის კურსი.
2002-2008 წლებში მუშაობდა ბუღალტრად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2008-2014 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ბუღალტერი. 2014-2017 წლებში იყო კერძო კომპანიის მთავარი ბუღალტერი. 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ფინანსურ მენეჯერად.