GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მედია ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წელს ის დასახელდა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მედია ცენტრის უფროს სტიპენდიატად და დირექტორად. მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მასმედიაში, ახალგაზრდული ტელევიზიის წამყვანად. იგი მოგვიანებით გახდა ახალი ამბების და ყოველკვირეული დაიჯესტის ავტორი, წამყვანი და მთავარი რედაქტორი ტელეკომპანია იბერვიზიასთვის. 1993–1995 წლებში თარგამაძე მუშაობდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განყოფილებების დირექტორად, შემდეგ კი გახდა სატელევიზიო სტუდია ბათუმის დირექტორი. 1997 წლიდან 1999 წლამდე თარგამაძე ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრს. 2003 წლიდან იგი მუშაობდა ახალი ამბების და თოქ-შოუს პროგრამების დირექტორად, აგრეთვე ყოველკვირეული პროგრამის ავტორად და ”დროება”-ს წამყვანად ტელეკომპანია ”იმედში”- 2008 წლამდე. ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად, ბ-ნი თარგამაძე 1999-2003 წლებში იყო ასევე დეპუტატი. იგი იყო უმცირესობის ლიდერი საქართველოს პარლამენტში და 2008–2012 წლებში საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. 2008 – 2013 წლებში იყო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე. ამ პერიოდში ის ასევე გახდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მსახურობდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან დემოკრატთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვეული პროფესორი. თარგამაძეს აქვს ჟურნალისტიკის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1999). 2011 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)