GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

ნოდარ ხარშილაძე

ნოდარ ხარშილაძე

ნოდარ ხარშილაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი 2013 წელს დასახელდა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსად. მას აქვს 14 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, თავდაცვაში და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში. მან დაიწყო მოხელეობის კარიერა 2001 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს ნოდარ ხარშილაძე დაინიშნა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად. იგი იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2009-2012 წლებში. ასევე პასუხისმგებელი იყო სტრატეგიული დაგეგმვის, ტრანსფორმაციისა და რეფორმების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოს, მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების, PPBS და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსფორმაციის პორტფოლიო, საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანური რესურსები, დაგეგმვა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია.

ნოდარ ხარშილაძეს აქვს B.A. ანკარის პოლიციის აკადემიიდან, თურქეთი (2000) და სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტიდან, ვაშინგტონი, აშშ (2008). 2004 წელს ბატონმა ხარშილაძემ დაასრულა ერთწლიანი სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაში, რომელიც ორგანიზებული იყო GFSIS და RAND კორპორაცის მიერ. 2004 წელს მან გაიარა ერთწლიანი ტრენინგი საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზში, რომელსაც კოორდინაციას უწევს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. გარდა ამისა, ბატონი ხარშილაძე მონაწილეობდა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ პროგრამაში “თავდაცვის დაგეგმვა და ნატოში ინტეგრაცია” 2005-2007 წლებში.

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)