18 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს (GSAC) ესტუმრა პოლონელი დიპლომატი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი პოლიტიკური ოფიცერი, ანჟეი კლიმჩუკი. მან ისაუბრა ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.