საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრს (GSAC) ესტუმრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე. მან “ეროვნული უსაფრთხოების და მედია კომუნიკაციების” პროგრამის ფარგლებში წაიკითხა ლექცია “საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე”. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.