2018 წლის 6 ივლისს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროგრამის ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და ახალი ნაკადის მონაწილეებს შორის.
ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საჯარო მოხელეების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და ჟურნალისტებისთვის.
2018-2019 წლის სასწავლო კურსის მონაწილეები სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმოამდგენლები არიან.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საააგენტოს მხარდაჭერით.